ოსიმენი "გალათასარაიში" გადავიდა - პირობები ცნობილი გახდა

AutoSharing Option
"გალათასარაიმ" "ნაპოლისგან" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ერთი სეზონით იჯარით აიყვანა. მას ხელფასს, 11 მილიონ ევროს, სრულად ამჟამინდელი კლუბი გადაუხდის.

გაფორმებული ხელშეკრულება, სხვა კლუბის მიერ ზამთარში შეთავაზების შემთხვევაში, ოსიმენის "გალათასარაიდან" წასვლას არ ითვალისწინებს.

ახალ გუნდში ვიქტორი 45-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და მომავალი წლის ზაფხულში სტამბოლურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

თუ "ნაპოლიმ" ნიგერიელი გაისად ვერ გაყიდა, კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გაუგრძელებს.

"გალათასარაის" ჩემპიონატზე 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 4 ტურის შემდეგ 9 ქულით მეორე ადგილზეა და 14 სექტემბერს "რიზესპორს" უმასპინძლებს. ეს გუნდი ევროპა
ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ფაქტია ჩემპიონები რომ გახდნენ კვარა ოსიმენის წყვილი საუკეთესო იყო.თან ოსიმენი კაცურად ედგა გვერდში ახალწვეულ ხვიჩას.ამიტომ პატივს ვცემ ოსიმენს და წარმატებას ვუსურვებ.
ამაშია საქმე
10:32 05-09-2024
1
ეგრეც რომ იყოს, ქართველმა რატომ უნდა დაწერო „დაახევენ ბურთს კვარაცხელიას“ თუ ბოღმით არ ხარ სავსე? სამწუხარო რეალობა ესაა და არა ეგ
nika
00:58 05-09-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული