ოსიმენმა "გალათასარაიში" გადასვლაზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა „გალათასარაიში“ გადასვლაზე გააკეთა კომენტარი:

„როდესაც ჩემით „გალათასარაის“ დაინტერესების შესახებ შევიტყვე, გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია. ვიცოდი, რამდენად დიდი და ოჯახური კლუბია, წარმოუდგენელი გულშემატკივრები ჰყავთ.

აეროპორტში ფანები იმდენად ამაღელევებლად დამსხვდნენ, რომ თავი ძალიან ბედნიერად ვიგრძენი. ეს ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია. მინდა, რაც შემიძლია, მათთვის ყველაფერი გავაკეთო. ამ პროექტში მონაწილეობას მოუთმენლად ველი.

როდესაც იტალიაში ვიყავი, დრის მერტენსი ყოველთვის ჩემთან იყო. ჩემთვის უფროსი ძმა გახდა. დიდ პატივს ვცემ და მიხარია, რომ ისევ მისი თანაგუნდელი ვარ“.

altოსიმენი "გალათასარაიში" გადავიდა - პირობები ცნობილი გახდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული