რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის A1 ჯგუფში მეორე ტური გაიმართა.

პორტუგალიამ საკუთარ მოედანზე შოტლანდიას 2:1 სძლია. სტუმრები „ნაპოლის“ ახალწვეულმა სკოტ მაკტომინეიმ დააწინაურა, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. შესვენების შემდეგ ბრუნო ფერნანდეშმა ანგარიში გაათანაბრა, შეცვლაზე შესულმა 39 წლის რონალდომ კი 88-ე წუთზე მასპინძლებს გამარჯვება მოუპოვა. ეს მის კარიერაში 901-ე გოლია.

ხორვატიამ ლუკა მოდრიჩის გოლით პოლონეთი 1:0 დაამარცხა. მოდრიჩი დღეს 39 წლის გახდა და ეროვნულ გუნდში 180-ე შეხვედრა ჩაატარა. მასზე მეტჯერ ევროპელებისგან ნაკრებში მხოლოდ კრიშტიანომ ითამაშა - 213.

ჯგუფში 6 ქულით ლიდერი პორტუგალიაა, ხორვატიას და
პოლონეთს 3-3 ქულა აქვთ, ხოლო შოტლანდია უქულოდაა.

12 ოქტომბერს ხორვატია შოტლანდიას, პოლონეთი კი პორტუგალიას მიიღებს.

ლისაბონი. „და ლუში“
პორტუგალია - შოტლანდია 2:1
გოლები: 0:1 მაკტომინეი (7), 1:1 ბრუნო ფერნანდეში (54), 2:1 რონალდო (88)

ოსიეკი. „ოპუს რენა“
ხორვატია - პოლონეთი 1:0
გოლი: მოდრიჩი (52)

altერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
რონალდუ მაინც რონალდუა! რა მესი, მესის უკვე ფეხბურთს ძალათ ათამაშებენ, რონალდუს კიდე ყველა გატანილი გოლი ბავშვივით ახარებს თითქოს პირველი იყოს, არადა უკვე ცხრაასს გადაცდა.
აი ეს არის მოტივაცია და ჟინი. სწორება და სწავლა რონალდუსაგ, რადგანაც დიდი შრომა ყოველთვის ყველაფერში წარმატებას მოგიტანს.
მალხაზ ჯობავა
14:57 09-09-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული