ჩეხეთმა უკრაინა 3:2 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეორე ტურში, B ლიგის 1-ელ ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები 6 ქულით ლიდერია, ჩეხეთმა სახლში უკრაინას 3:2 მოუგო.

დუბლი „პლზენის“ ნახევარმცველმა პაველ შულცმა შეასრულა. ჩეხეთმა პირველი სამი ქულა მოიპოვა, უკრაინამ კი მეორე შეხვედრაც წააგო.

ჯგუფში მომდევნო ტური 11 ოქტომბერს ჩატარდება - ჩეხეთი ალბანეთს, უკრაინა კი საქართველოს დაუპირისპირდება.

პრაღა. „ფორტუნა არენა“
ჩეხეთი - უკრაინა 3:2
გოლები: 1:0 შულცი (21), 1:1 ვანატი (37), 2:1 შულცი (45+2), 3:1 სოუჩეკი (80, პენ), 3:2 სუდაკოვი (84)

alt4:1. საქართველომ ჩეხეთი დაჯაბნა და ერთა ლიგის გათამაშება

ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
წინა თამაშზე ვთქვი საწყენია რომ გმირი ერის წარმომადგენლები დამარცხდნენ მეთქი და ქოცნახირი გადაირია. ომში მყოფ ქვეყანაზე სულელი ერიაო თქვეს. თურმე საკუთარი ქვეყნის დაცვა სისულელე ყოფილა. ამ შემთხვევაში ჯარისკაცებზე ვამბობ. იმ უნიჭიმ ვინც ეს დაწერა ამით ჩვენს სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს შეურაცხყოფა მიაყენა. ბედნიერებაა რომ თქვენისთანა ქვეშაფსიები ცოტანი არიან. ზოგმა ისიც დაწერა რომ საქართველო უკრაინის შეხვედრაზე შენ უკრაინას უქომაგებო ალბათ. რა აჭამა ასეთი იმ კაცმა ასეთ ხალხს.
დავით 67
07:55 11-09-2024
18
აი ჩეხეთმა დაამტკიცა, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის! ეხლა უკრაინა რებროვს გაუშვებს პენსიაში და ოქტომბერში ვნახოთ რა გუნდი იქნება!
მწვრთნელი
01:08 11-09-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული