ოსიმენი "გალათასარაის" ფანთა კერპი გახდა და იტალიური კლუბი ეპატიჟება

AutoSharing Option
"ნაპოლიდან" იჯარით გადასულმა ვიქტორ ოსიმენმა ორჯერ ითამაშა "გალათასარაიში" - "რიზესპორთან" (5:0) საგოლე გადაცემა გააკეთა, ჟოზე მოურინიოს "ფენერბაჰჩესთან" სტუმრად მოგებულ მატჩში (3:1) კი დრის მერტენსმა მისი პასით გაიტანა გოლი.

"გალათასარაი" 6 ტურის შემდეგ 18 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ფენერბაჰჩეს" 5 ქულით უსწრებს და გულშემატკივრები ნიგერიელს ძალიან ემადლიერებიან.

თავად ვიქტორიც ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს, ფანებს მადლობა გადაუხადა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: "თქვენი წარმოუდგენელი მხარდაჭერის გარეშე მოგება შეუძლებელი იქნებოდა. საქომაგოდ ყველგან თან დაგვყვებით და წინაღობების გადასალახავად ძალებს გვმატებთ. ჩვენი გუნდის აქტიური ნაწილი
ხართ".

Area Napoli-ს ცნობით, ოსიმენით "იუვენტუსი" დაინტერესდა და გადაბირებას შეეცდება, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან მისი გამოსყიდვის უფლება არცერთ იტალიურ კლუბს არ აქვს, "იუვეს" შესაძენად საჭირო თანხა არ გააჩნია და თანც, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კონკურენტ კლუბს გაძლიერების საშუალებას არ მისცემს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ცენტრალური თავდამსხმელისათვის, ორ თამაშში გუნდის მიერ 8 გატანილი გოლიდან ერთიც თუ არ იქნება მის ანგარიშზე ,ეს რანაირად გამოიწვევდა ფეხბურთელის კერპად გახდომას?
რიგითი გულშემატკივარი
13:39 24-09-2024
1
თავად ვიქტორიც
მამუკა
09:35 23-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული