ამის მერე 8 ოქტომბერს პაკისტანის ფეხბურთის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მუჰამედ იაშალმა Match TV-ს განუცხადა, რომ რუსეთში სათამაშოდ სხვა ფეხბურთელებს გააგზავნიდნენ და არა ოფიციალურ გუნდს.
9 ოქტომბერს რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა კი უპასუხა, რომ ამხანაგური შეხვედრის ჩატარებას აზრი აღარ ქონდა. ამ ყოველივეს შესახებ
"რუსებს პაკისტანელებთან, რომ ეთამაშათ, სრული აბსურდი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სანქციების ქვეშ ვართ, რუსეთის ნაკრებს ასე არ უნდა მოექცნენ. ეს უკვე ერთგვარი უპატივცემულობაა.
კარპინმა ყველაფერი სწორად თქვა, ჯობია ასეთი მატჩები არ ვითამაშოთ. რა აზრი აქვს ადგილობრივ კლუბებთან, განსაკუთრებით მედია ლიგის გუნდებთან თამაშს?! - ეს რუსეთის ნაკრებია!
ვფიქრობ, დადგება დრო, როდესაც ყველა ქვეყანა იოცნებებს რუსეთის ნაკრებთან თამაშზე. ეს დრო მოვა!", - თქვა თეთრაძემ.
უფრო შორს წავიდა და მძაფრი შეფასება მისცა მომხდარს რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იგორ კორნეევმა. როგორც მან MATCH PREMIER TV-ს განუცხადა, პაკისტანელები მუხლის ჩოქებზე უნდა დადგნენ, რათა რუსები მათ ეთამაშნონ.