"შენ რა, ფრანგულად მელაპარაკები?" - ჩერჩესოვი ყაზახ ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა მშობლიურ ენაზე დაუსვა

AutoSharing Option
ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი სკანდალში გაეხვია.

ყაზახეთი-სლოვენიის (0:1) მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ჩერჩესოვს კითხვა ყაზახურ ენაზე დაუსვა, ჩერჩესოვმა კი ასეთი პასუხი გასცა:

"შენ რა, ფრანგულად მელაპარაკები?".

კითხვის ავტორი ჟურნალისტი ბეგასილ სეუთხანოვი გახლდათ, რომელსაც "პარი სენ ჟერმენის" მაისური ეცვა.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"სტანისლავ ჩერჩესოვი ყაზახურ ენას დიდ პატივს სცემს, გარდა ამისა ის ყაზახურ ენას დიდი მონდომებით სწავლობს", - ნათქვამია ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, ყაზახეთი ორენოვანი სახელმწიფოა, სადაც ყაზახური და რუსული ოფიციალურ ენებადაა გამოცხადებული.

alt

გახსოვთ "მეთევზეთა" "კლაკსვიკი"? - "ფერენცვაროში" გამოაგდო და ჩერჩესოვი უმუშევარი დატოვა

alt"კვარაცხელია ბრწყინვალედ გამოიყურება, მაგრამ..." - ჩერჩესოვი ხვიჩაზე, სპალეტისა და "ნაპოლიზე" საუბრობს

altჩერჩესოვი: კვარაცხელიას იტალიურ კლებებთან რეკომენდაცია 2019 წელს გავუწიე

მკითხველის კომენტარები / 7 /
ხალხო შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ. ნუ ელაპარაკებით რუსებს რუსულად. პაჟალუისტა ზდრასტვუიწე და ეგეთებს მოეშვით. იქ არავინ გიპასუხებთ ქართილად და ნურც ჩვენ შევეგებებით მათი მშობლიური ენით. დაჟინებით უპასუხეთ ინგლისურად, თუ ინგლისური არ იცით ქართულად ელაპარაკეთ არც ეგაა პრობლემა. შეიგნონ სხვა ქვეყანაში რომ არიან და არა გრუზიაში. #ნუიქნებიგრუზინი
Star lord
20:08 16-10-2024
4
არაა ეს “კაცი” “შოვინისტი ღრუსი” ვააა….ეს …ე-არსება არის არამარტო შოვინისტი ეგაა შოვინისტ-ფაშისტი გაღრუსებული ღროსი ….))) და მთელი ცირკი ისააა რომ არამარტო ადამიანად არ ვარგა მწვრთნელადაც ნოლია მსოფლიოზე 2018 ღრუსების მიერ ნაყიდ თამაშებს იბრალებს რომ მე მოვიგეო (მანამდის 12 თუ 13 თამაში ქონდა წაგებული ამხანაგურები) თან სამხედრო დისციპლინა ქონდა ნაკრებში და ფეხბურთელებს ექცეოდა როგირც ცხოველებს …. სამაგიეროდ პუტინისტია ენით კარგად მლოკავი რის გამოც მედალიც კი ჩამოკიდეს …ნუ ესენი ჯანდაბასაც წაუღია ….მე ის მაინტერესებს რა და ვინ შესცოდა ეგეთი ყაზახ ფეხბურთელებში რომ ეს მოუთრიეს მწვრთნელად …სულ დამცირებაში დაცინვაში და გინებაში იქნებიან ( ჟურნალუსტს თან ყაზახს ყაზახეთში ეგრე რომ დასცინებ და დაამცირებ საქვეყნოდ წარმოიდგინეთ ფეხბურთელები რა დღეში იქნებიან ) თან რაც დაიწყენ გოლი არ გაუტანიათ 4 თამაშში …მანამდის ჩეჩენი ყავდათ და გაამართლა იფიქრეს ოსი აგვაშენებსო …))))ყაზახეთის საფეხბურთო სამყაროვ მოზიარე ვარ მწუხარების ….მაგრამ ამის მეტით დახმარება არ შემიძლიაა….
მდაა
19:16 16-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული