როგორ ჩაუმწარეს ვინისიუსს წვეულება და როგორ იზეიმა როდრიმ

AutoSharing Option
Relevo-ს ცნობით, "რეალის" გარემარბი ვინისიუსი დარწმუნებული იყო, რომ "ოქროს ბურთს" გადასცემდნენ და ღონისძიების წინ, გვიან ღამით წვეულება მოაწყო.

ბრაზილიელი ჩინებულ ხასიათზე იყო, ყველას საჩუქრად Rolex-ის საათებს დაჰპირდა, ცეკვავდა და ამ დროს შეატყობინეს, რომ პრიზს მას კი არა, როდრის გადასცემდნენ. "რეალის" წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად პარიზში არ ჩავიდნენ.

როდრიმ კი დილამდე მეგობრებთან ერთად რესტორანში მოულხინა, სადაც თეთრ ხელსახოცებს აფრიალებდნენ და იტალიელი პარტიზანების სიმღერას "ბელა ჩაოს" მღეროდნენ. "სამყაროს მწვერვალზე" - ასე გამოეხმაურა "მანჩესტერ სიტი" როდრის აღიარებას.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩემი აზრით ვინისიუსმა ზრდილობა რომ ისწავლოს,უფრო დააფასებენ და შეიყვარებენ.მანამდე ოქროს ბურთს ვერ ეღირსება თუნდაც კიდევ 20 წელი ითამაშოს უმაღლეს დონეზე( მაგარი მაზალო ტიპი და საზიზღარია)
კინგი
21:02 29-10-2024
5
ისე ოქროს ბურთს დე ბრუინს უფრო მივცემდი სიტიში, კარიერაში ერთ ოქროს ბურთს მაინც იმსახურებს საცოდაობაა ასეთი გენია ოქროს ბურთის გარეშე.
De Bruyne
20:21 30-10-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული