Relevo-ს ცნობით, "რეალის" გარემარბი ვინისიუსი დარწმუნებული იყო, რომ "ოქროს ბურთს" გადასცემდნენ და ღონისძიების წინ, გვიან ღამით წვეულება მოაწყო.
ბრაზილიელი ჩინებულ ხასიათზე იყო, ყველას საჩუქრად Rolex-ის საათებს დაჰპირდა, ცეკვავდა და ამ დროს შეატყობინეს, რომ პრიზს მას კი არა, როდრის გადასცემდნენ. "რეალის" წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად პარიზში არ ჩავიდნენ.
როდრიმ კი დილამდე მეგობრებთან ერთად რესტორანში მოულხინა, სადაც თეთრ ხელსახოცებს აფრიალებდნენ და იტალიელი პარტიზანების სიმღერას "ბელა ჩაოს" მღეროდნენ. "სამყაროს მწვერვალზე" - ასე გამოეხმაურა "მანჩესტერ სიტი" როდრის აღიარებას.