"ორ წელიწადში მზად ვარ პრემიერლიგაში დავბრუნდე, თუმცა ერთი პირობით..." - ჟოზე მოურინიო

AutoSharing Option
"ფენერბაჰჩეს" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ორი წლის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, ის ინგლისის მხოლოდ იმ გუნდების გაწვრთნას დათანხმდება, რომლებიც ევროტურნირებზე არ იასპარეზებენ.

"როცა "ფენერბაჰჩეს" დავტოვებ, ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება გავწვრთნა ინგლისური გუნდი, რომელიც ევროტურნირებზე არ იასპარეზებს, ვფიქრობ, ორ წელიწადში ამისთვის მზად ვიქნები", - ციტირებს BBC მოურინიოს სიტყვებს.

შეგახსენებთ, მოურინიო პრემიერლიგაში სხვადასხვა დროს "ჩელსის" (ორჯერ), "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ტოტენჰემს" წვრთნიდა.

alt"გვარდიოლას სტუდენტობიდან მოურინიოს სტილის მწვრთნელად იქცა" - კარაგერი არტეტაზე

altმოურინიოს მდიდრული ცხოვრება სტამბულში - მინიმუმ 1000

ფუნტი დღეში, "დონერ ქებაბი" და რა საკვები შედის პორტუგალიელის ყოველდღიურ მენიუში [PHOTOS]

alt"რვაჯერ მოღალატე დამიძახა და პატიება არასდროს უთხოვია" - კარსდროპმა მოურინიოზე ისაუბრა
 

მკითხველის კომენტარები / 2 /
მზად ვარ ჩემ თავზე ავიღო სევილიას პრობლემები და გავიყვანო კლუბი სამშვიდობოს თუ მთავარ მწვრთნელად დამნიშნავენ.
იფ რას გაასწორებს.
ვაჟა
10:51 01-11-2024
0
მეც მინდა გავავრცელო მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მზად ვარ გავხდე რეალის მწვრთნელი, თუმცა ერთი პირობით - ვინისიუსი უნდა გაყიდოს რეალმა.
ქ. გ.
17:05 31-10-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული