სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე მეხუთე ტურის ორი მატჩი ჩატარდა.

B3 ჯგუფში ყაზახეთმა ალმათიში 0:2 მარცხი განიცადა ავსტრიასთან, 1 ქულა აქვს და С ლიგაში დაბრუნდა. რაც ყაზახეთის ნაკრები სტანისლავ ჩერჩესოვმა ჩაიბარა, გოლი ვერ გაიტანა და 10 გაუშვა. არადა, მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და მხოლოდ ჟურნალისტებთან ჩვეული კონფლიქტებით გამოიჩინა თავი.

С4 ჯგუფში სომხეთი ერევანში 0:1 დამარცხდა ფარერებთან. ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე პენალტით „ტორსჰავნის“ ვეტერანმა მცველმა ვოლორმურ დავიდსენმა გაიტანა. სომხეთის ეროვნული გუნდი, რომელსაც გადაყენებული უკრაინელის, ალეკსანდრ პეტრაკოვის ნაცვლად სურენ ჩახალიანი ჩაუდგა სათავეში, 4 ქულით აუტსაიდერია,
17 ნოემბერს, ბოლო ტურში, რიგაში ლატვიას დაუპირისპირდება და თუ ვერ მოუგო, ქვედა დივიზიონში დაქვეითდება.

alt"შენ რა, ფრანგულად მელაპარაკები?" - ჩერჩესოვი ყაზახ ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა მშობლიურ ენაზე დაუსვა

მკითხველის კომენტარები / 10 /
მახსოვს,ჩერჩესოვის გვარი "შეეშალა" ცხონებულ ნუგზარ ჯუღელს და ჩერჩეტოვიო
ზურაბ
02:34 17-11-2024
0
რასიზმი ვერ მივხვდი რა შუაშია!
Irakli
13:19 15-11-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული