სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს

AutoSharing Option
ერთა ლიგის A2 ჯგუფში იტალიამ გასვლაზე სანდრო ტონალის გოლით 1:0 მოუგო ბელგიას, საფრანგეთი კი საკუთარ მოედანზე ისრაელთან ფრეს დასჯერდა - 0:0. იტალია და საფრანგეთი პლეი-ოფში გავიდნენ.

ლუჩანო სპალეტის „სკუადრა აძურა“ 5 ტურის შემდეგ 13 ქულით ლიდერია, მეორე ადგილზე 10 ქულით საფრანგეთია, მესამეზე 4 ქულით ბელგია, რომელმაც ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, ხოლო ისრაელი 1 ქულით აუტსაიდერია.

17 ნოემბერს იტალია საფრანგეთს მიიღებს, ისრაელი კი ბელგიას ბუდაპეშტში უმასპინძლებს.

ბრიუსელი. „მეფე ბოდუენი“

ბელგია - იტალია 0:1
გოლი: ტონალი (10)

პარიზი. „სტად ფრანსე“
საფრანგეთი - ისრაელი 0:0


altსომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერ ვიტყვი რომ იტალიის ნაკრები, რამე განსაკუთრებულია, მაგრამ სპალეტის ხელში, კარგადაც თამაშობს და შედეგსაც მიაღწია. არ ჰყავს ვარსკვლავები, მაგრამ გუნდი შექმნა. საფრანგეთს რაც შეეხება, ვარსკვლავებით გაძეძგილმა გუნდმა ისრაელს ვერ მოუგო. დეშამის პრობლემა მგონია, არავინ არ უარყოფს მის დამსახურებას. მართლა ყველაფერი მოიგო, მაგრამ მისი დრო წავიდა და ამას რატომ ვერ ხვდებიან, ვერც თვითონ და ვერც საფრანგეთის ფეხბურთის ბოსები, მოკლედ ზებროვიჩივითაა რა, წასვლა არ უნდა. ხო მართლა ხვალ უკვე დაიწყება ალბათ ავადმყოფი მოთამაშეების ფრაზები ფრანგებმა იყომარეს ტოტალიზატორი მეფობს და ა.შ. ტოტალიზატორი მეფობს თქვენით! თქვენ ხართ მათი შეგირდები.
დავით 67
05:08 15-11-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული