გაურკვევლობა აზერბაიჯანის ნაკრებში - სანტუშის გაშვება საშინელი შედეგების გამო უნდათ, მაგრამ წინ ერთი დიდი პრობლემა დგას

AutoSharing Option
Azerisport-ის ცნობით, ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი ფერნანდო სანტუში შესაძლოა, აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დეკემბერში გადააყენონ.

აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტი მომავალ თვეში 70 წლის დამრიგებლის შესაძლო გადადგომას განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენს მეზობლებს ევროპის ჩემპიონი მწვრთნელისთვის დათხოვნის შემთხვევაში სერიოზული კომპენსაციის გადახდა მოუწევთ და შესაძლოა, გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ შეცვალონ.

სანტუშს აზერბაიჯანში ძალიან ცუდი შედეგები აქვს. ის გუნდს ერთა ლიგის დაწყებამდე ჩაუდგა სათავეში და 6 შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა მოაპოვებინა, რის გამოც აზერბაიჯანის ნაკრები ერთა ლიგის D ლიგაში დაქვეითდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ასეთი მაგარი ბიჭები გვყავს და კიდევ მოდის კარგი თაობები და ძლივს ვაღწევთ რაგაც შედეგებს, გამკვირვებია ამან აზერებში რა შედეგი უნდა დადოს? არცერთი ხეირიანი ლეგიონერი არ ყავთ, ამას ქვია ტყუილად ფულის ყრა ვინც არ უნდა დანიშნონ შედეგი ექნება 0.
Givi
12:41 21-11-2024
0
ყოჩაღ!!! თავისი საპენსიო ფონდი ერთი ასად გაზარდა ტიპმა... ჩვენ ღარიბ ქვეყანაში თუ ჟირესი მოიყვანეს "ჩუპა-ჩუპსის" საწყენად, ეს იქაურ ნავთობს წველის სანამ შეუძლია
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული