მესი სუარესთან ბუსკეტსთან და ალბასთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებოდა - რა მიზნით ეწვივნენ ბაქოს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები

AutoSharing Option
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი თავის თანაგუნდელებთან ლუის სუარესთან, სერხიო ბუსკეტსთან და ხორდი ალბასთან ერთად ბაქოში იმყოფებოდა.

მსოფლიო ვარსკვლავების აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩასვლის მიზეზი Crystal Hall-ში გამართული საქველმოქმედო ღონისძიება იყო.

ისინი ფანებს შეხვდნენ, ესაუბრნენ, ავტოგრაფიანი მაისურები დაურიგეს და ბილეთებით შემოსული თანხა სრულიად ქველმოქმედებას მოხმარდება.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი და მომღერალ ვილი ვილიამი, რუმინული ბენდი "მორანდი" და ადგილობრივი მუსიკის ჯგუფი "ნათიქი". ნაჩვენები იყო ფილმი ლიონელ მესის შესახებ.

ფეხბურთელბმა პატივი მიაგეს ჰეიდარ ალიევის საფლავს და
აღფრთოვანებულები დარჩნენ ყარაბაღული ცხენებით. მათ აზერბაიჯანის დედაქალაქი უკვე დატოვეს.
მკითხველის კომენტარები / 17 /
აზერბაიჯანი არც ევროკავშირში შესვლას აპირებს და არც ნატოსთვის იჭრის ვენებს ,მაგრამ ჩვენზე მეტ პატივისცემას და დაფასებას იმკის საერთაშორისო დონეზე.
არგუტი
21:47 12-12-2024
22
საქართველოშიც უნდოდა შემოსვლა, უნდოდა გაეცნო მისი კოლეგა აწ უკვე საპრეზიდენტო უალტერნატივო კანდიდატი, მაგრამ ვერ გაიხსენა თუ სად და როგორ თამაშობდა
დავით 67
19:15 12-12-2024
26

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული