მუდრიკი სერიოზულ სკანდალში გაეხვია - უკრაინელი შესაძლოა, მოედანზე დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ ვიხილოთ

AutoSharing Option
"ჩელსის" შემტევი მიხაილო მუდრიკი დოპინგ ტესტზე ჩავარდა, ამის შესახებ ინფორმაციას Tribuna ავრცელებს.

წყაროს ცნობით, უკრაინელ შემტევს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება და თუ პასუხი დადებითი კიდევ ერთხელ იქნება, მუდრიკს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

მიხაილოს "ჩელსის" მაისურით 28 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. მუდრიკმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 7 მატჩი გამართა და თავი საგოლე მოქმედებით არ გამოუჩენია.

შეგახსენებთ, უკრაინელი შემტევი "არისტოკრატებმა" 2023 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, "შახტარიდან", 88.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

altშედარებები... კვარაცხელია თუ მუდრიკი, მიქაუტაძე VS დოვბიკი და მამარდაშვილი თუ ტრუბინი... სანიოლის წარმატების საიდუმლო,

საქართველოს ნაკრების ანალიზი და პროგნოზი - ინტერვიუ ანდრეი დემჩენკოსთან

altმუდრიკი "ჩელსის" დატოვებას არ აპირებს

altპორნოვარსკვლავის ფრაზა სოციალურ ქსელში - მუდრიკი სახალისო ინციდენტში გაეხვია

მკითხველის კომენტარები / 16 /
ქართველებს როგორ ყველაფერი მუქთად უნდათ. უკრაინი ნაკრებს ვერაფერი უქნეს და ახლა ამის გამო 6 ქულა მოგვეცითო ასე გაამათხოვრა იმან. საინტერესოა ყაველა რას ფიქრობს!
13
აუფ როგორ აყაყანდნენ მონათა კლასის წარმომადგენლები,მოკლედ სიხარულის პიკში არიან. იმდენი მაინც უნდა გესმოდეთ რომ ზოგჯერ რაღაც პროდუქტის მიღებაც იწვევს სისხლში ცვლილებებს. გაირკვევა ყველაფერი უთქვენოდაც. მუდრიკმა არ იცის რომ ეს მოწმდება და თქვენ იცით? თავი კიტრად რომ მოგაქვთ
დავით 67
02:21 18-12-2024
12

სიახლეები პოპულარული