"რომ არა "რეალი", კარიერას "პარი სენ ჟერმენში" დავასრულებდი" - კილიან მბაპე

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა კილიან მბაპემ beIN Sports-თან ინტერვიუში "პარი სენ ჟერმენზე" ისაუბრა.

ფრანგის თქმით, რომ არა "ბლანკოსი", პარიზულ კლუბს არასდროს დატოვებდა.

"პარი სენ ჟერმენში" 7 არაჩვეულებრივი წელი გავატარე. ეს დიდი პატივი იყო. ბევრს არ ვსაუბრობდი, მაგრამ პარიზული კლუბის სიდიადეს კარგად ვიაზრებდი. პსჟ საფრანგეთის საუკეთესო საუკეთესო და მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეული კლუბია. რაც შეეხება "რეალს", ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს იყო ერთადერთი კლუბი, რომლის გამოც "პარი სენ ჟერმენს" დატოვებდი. რომ არა "ბლანკოსი", კარიერას პსჟ-ში დავასრულებდი", - განაცხადა მბაპემ.

შეგახსენებთ, მბაპე მადრიდის "რეალს", გასულ
ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ფრანგმა "სამეფო კლუბის" მაისურით ყველა ტურნირზე გამართულ 22 მატჩში, თავი 12 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altმბაპე საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს

alt"დარწმუნებული ვარ, საკუთარ დონეზე დაბრუნდება" - მორიენტესმა მბაპეზე ისაუბრა

altშვედეთის პროკურატურამ მბაპეს წინააღმდეგ საქმე დახურა

მკითხველის კომენტარები / 1 /
სწორედ იმიტომ დაუკლო დონეს რომ პსჟ საფრანგეთში კონკურენციის გარეშეა და იოლად, "ცალი ფეხით" იგებენ ჩემპიონატს.ხოლო ფეხბურთელები დუნდებიან და მერე ჩ.ლ-ის თამაშებზე კონცენტრირება უჭირთ.ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხვიჩას პსჟ-ში გადასვლა.ხვიჩას მომავალი აუცილებლად ინგლისის ტოპ კლუბშია/მან.სიტი,ლივერპული,არსენალი/
ამაშია საქმე
11:13 21-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული