საქართველოსთან მატჩის შემდეგ საბერძნეთის ნაკრებიდან წასულმა პოიეტმა, ახალი სამსახური იპოვნა

AutoSharing Option
სამხრეთ კორეის კლუბმა "ჯეონბუკ მოტორსმა" გვამცნო, რომ გუნდის ახალი მწვრთნელი ურუგვაელი გუსტავო პოიეტი გახდა, თუმცა შეთანხმების დეტალები არ გაუხმარებია.

57 წლის სპეციალისტის ბოლო სამსახური საბერძნეთის ნაკრები იყო, თუმცა თბილისში ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოსთან მარცხის შემდეგ უმუშევარი დარჩა.

"ჯეონბუკისთვის" გასული სეზონი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ძალიან ცუდი გახლდათ და გავარდნას ძლივს გადაურჩა. რაც შეეხება პოიეტს, სამხრეთ კორეაში წასვლამდე ის "ბორდოში", "სანდერლენდში", აეკსა და სხვა გუნდებში მუშაობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული