მოგეხსენებათ, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, მან "ზენიტი" არ დატოვა და მუშაობა კვლავ პეტერბურგულ გუნდში გააგრძელა.
ტიმოშჩუკმა CAS-ში (სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო) სიტყვით გამოსვლისას თქვა:
"ჩემი კარიერის განმავლობაში, უკრაინულ, რუსულ და ევროპულ გუნდებში ვთამაშობდი. ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი ყოველთვის გულშემატკივრებთან და ჩემს იმჟამინდელ კლუბთან მოვალეობის პატიოსნად შესრულება იყო. როდესაც ფეხბურთის რეპუტაციაზე ვსაუბრობთ, ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ფეხბურთი, ისევე როგორც ზოგადად სპორტი, არ
მხარს ვუჭერ სამშობლოში მშვიდობას და მინდა, რომ ყველა მხარე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და მოიპოვოს კონსენსუსი, რომელიც მშვიდობას აღადგენს. თუ კომიტეტი თვლის, რომ ჩემი დასჯა, რეგალიების ჩამორთმევა და სამწვრთნელო ლიცენზიის ჩამორთმევა ხელს შეუწყობს მშვიდობის აღდგენას, მე მზად ვარ დავთმო ყველაფერი ჩემით.
მაგრამ როგორც პროფესიონალი სპორტსმენი, როგორც ადამიანი, ვისთვისაც ფეხბურთში რეპუტაცია სიტყვებზე მეტია, არ მივცემ არავის უფლებას, გამომიყენონ პოლიტიკური მანიპულირებისთვის", - თქვა ტიმოშჩუკმა.