"სპორტინგის" ახალი მწვრთნელი დანიშვნიდან ერთ თვეზე ოდნავ მეტში შესაძლოა, გადააყენონ

AutoSharing Option
Record-ის ცნობით, "სპორტინგის" ახალი მწვრთნელი ჟოაო პერეირა დათხოვნის ზღვარზეა. 40 წლის პორტუგალიელმა ლისაბონური გრანდი 11 ნოემბერს რუბენ ამორიმის "მანჩესტერ იუნაიტედში" წასვლის შემდეგ ჩაიბარა.

მისი ხელმძღვანელობით "სპორტინგმა" 8 მატჩიდან 3 მოიგო, 1 ფრე ითამაშა და 4-ში დამარცხდა. კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ ახალი დამრიგებელი 29 დეკემბრამდე დანიშნონ, ვიდრე "ბენფიკასთან" მატჩი მოვა.

პერეირა აქამდე ლისაბონელთა მეორე გუნდს ავარჯიშებდა და შემდეგ მთავარ კლუბში დააწინაურეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული