გამოცემის ცნობით, "ბლაუგრანაში" თამაშის წინააღმდეგ არც თავად 21 წლის გერმანელი ფეხბურთელია.
მუსიალას "რეკორდმაისტერთან" ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ჯერჯერობით მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან.
ჯამალმა მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" მაისურით 24 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და 6 შედეგიანი პასით გამოიჩინა.