სკანდალი - ოსიმენმა რეპორტიორს ხელი გაარტყა და შარში გაეხვა

AutoSharing Option
თურქული "პოსტას" რეპორტიორმა ტოლგა ბოზდუმანმა განაცხადა, რომ "ნაპოლიდან" გალათასარაიში" იჯარით გაშვებულ თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენთან ხუთშაბათ ღამით კონფლიქტი მოუვიდა.

ბოზდუმანის თქმით, თავის სამ მეგობართან ერთად ოსიმენს სურათები გადაუღეს, როდესაც ის ღამის ბარიდან გამოდიოდა, რამაც ნიგერიელი გააბრაზა, თავს დაესხა, თავში მუშტი ჩაარტყა და ფოტოაპარატის წართმევას შეეცადა, რისი უფლებაც არ მისცა. შემდეგ ვიქტორმა კადრების განადგურების სანაცვლოდ ფული შესთავაზა, მაგრამ რეპორტიორმა უარი უთხრა და ფეხბურთელი დაემუქრა.

ოსიმენმა მიმდინარე სეზონში სუპერლიგის 14 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
არავის აქვს უფლება,შენი ნებართვის გარეშე,ვინმემ სურათი გადაგიღოს,თუ შენ საჯარო პირი არა ხარ.პაპარაცობს და კიდევ გაღმა ედავება!რას ნიშნავს მისი გვარი თურქულად,არ ვიცი,მაგრამ მისის ქართული ჟღერადობა,ნამდვილად მრავლის მეტყველია!
სოსო
11:47 24-01-2025
2
სოსო ბოზდუმანი ქართულად ლამაზ დუმიანს ნიშნავს!
პლეხანოველი
14:03 24-01-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული