არტურო მელო შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს

AutoSharing Option
28 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი არტურ მელო შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს და "სანტოსის" წევრი გახდეს.

ფეხბურთელი ამჟამად "იუვენტუსში" ირიცხება, თუმცა მიმდინარე სეზონში მოედანზე არ გამოჩენილა და ტურინელებს მისი გასხვისება აქვთ გადაწყვეტილი.

არტურით დაინტერესებას "ბეტისი" და "ევერტონიც" გამოთქვამენ, თუმცა დიდია ალბათობა, რომ ნეიმარის მსგავსად მანაც სამშობლოს მიაშუროს.

არტური ბოლოს გასულ სეზონში "ფიორენტინაში" თამაშობდა და სერია A-ში ჩატარებულ 33 შეხვედრაში თავი 2 გოლითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული