"ყველაზე სრულყოფილი და მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ" - კრიშტიანო რონალდო

AutoSharing Option
"ალ ნასრის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ესპანელ ჟურნალისტ ედუ აგირესთან ინტერვიუში სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა.

40 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის თქმით, იგი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.

"როცა სათამაშოდ საუდის არაბეთში გადმოვედი, ვერ ვიფიქრებდი, რომ ლიგა ასე სწრაფად გაიზრდებოდა, თუმცა ვიცოდი, რომ ერთ ან ორ წელში კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი იქნებოდა.

არის თუ არა MLS-ი უფრო სუსტი ჩემპიონატი, ვიდრე საუდის არაბეთის პროლიგა? - რა თქმა უნდა.

ვფიქრობ, რომ ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელი ვარ, ვისაც კი უარსებია. ეს პირადად ჩემი აზრია. ფეხბურთში ყველაფრის გაკეთება
შემიძლია. თავით კარგად ვთამაშობ, ჯარიმებს შესანიშნავად ვასრულებ, სწრაფი და ძლიერი ვარ, ასევე მაღლა ვხტები.

ვარ თუ არა ისტორიაში საუკეთესო? ვფიქრობ, რომ ნამდვილად ასეა. ჩემზე უკეთესი არავინ მინახავს. ამას მთელი გულით ვამბობ. მესისთან ცუდი ურთიერთობა არასდროს მქონია. 15 წლის განმავლობაში ერთმანეთის მთავარი კონკურენტები ვიყავით. ჯანსაღი მეტოქეობა გვქონდა, ისე როგორც სენასა და პროსტს", - განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რონალდომ კარიერის განმავლობაში 5 "ოქროს ბურთი" მოიგო.

altბონიფისი რონალდოს თანაგუნდელი ხდება - "ალ ნასრიმ" თავისი სატრანსფერო რეკორდი დაამყარა

altგაბრაზებული რონალდო მატჩის შემდეგ კამერასთან ყვიროდა - კრიშტიანომ უკმაყოფილება ღიად გამოხატა [VIDEO]

altსრული სიგიჟე და წარმოუდგენელი ციფრები - რა ანაზღუარებას სთავაზობს "ალ ნასრი" რონალდოს კონტრაქტის გახანგლძრივების სანაცვლოდ

მკითხველის კომენტარები / 13 /
ეპატიება საჩუქრად ამაყი კრიშიტიანუს: დღეს , 5 თებერვალს ხომ მისი დაბადების დღეა!
გელა
18:46 05-02-2025
0
პელე,მარადონა და მესი,ესენია კაშკაშა ვარსკვლავები.ბეკენბაუერი,პუშკაში,კრუიფი,რონალდო(ბრაზილიელი),ზიდანი,რონალდინიო,რონალდუც კი ბატონო და კიდევ რამდენიმე მხოლოდ.ეგ დაახოებით ასეა__ქართული პოეზია დგას სამ უდიდეს პოეტზე რუსთველი,ვაჟა და ტაბიძე,ამათ შორის განფენილია სხვა ვარსკვლავებიც.გამგე გაიგებს!
კოტე კობალაძე
16:46 05-02-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული