
"პოლ სქოულზი თავისი თაობის საუკეთესო ნახევარმცველი იყო. ჩემი ოცნება იყო, რომ ის გამეწვრთნა. სქოულზისა და გიგზის დუეტი საოცრება იყო, სამწუხაროა, რომ მათთან მუშაობა ვერ მოვახერხე", - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, სქოულზმა "იუნაიტედთან" ერთად პრემიერლიგის 11-ჯერ და 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა. პოლმა ინგლისის ნაკრების ღირსება 66-ჯერ დაიცვა, თავი კი 14 გატანილი გოლით გამოიჩინა.