13:58 25-02-2025
მოურინიო მორიგ დიდ სკანდალშია - რასიზმის ბრალდებით უჩივლეს, თავად კი მსაჯთა ოთახში შევიდა [VIDEO]
AutoSharing Option
მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მასპინძლები "მაიმუნებივით ხტუნავდნენ", რის შემდეგაც "გალათასარაიმ" განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ კლუბი "განსაკუთრებულს" FIFA-სა და UEFA-ში უჩივლებს.
"დღეს მისი განცხადებები გამწვავდა. ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ ჩვენს განზრახვას აღიძრას სისხლის სამართლის საქმე მოურინიოს რასისტული განცხადებების გამო და, შესაბამისად, ოფიციალურ საჩივრებს გავაგზავნით უეფასა და ფიფაში", - წერია "გალათასარაის" განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის მოთხოვნით შეხვედრას სლოვნიელი სლავკო ვინჩიჩი ნსჯიდა, რადგან თურქი მსაჯი არცერთ მხარეს არ სურდა. მოურინიო მუდმივად საუბრობს იმის შესახებ, რომ ამ ქვეყნის მსაჯობა კატასტროფაა.
სათქმელია ისიც, რომ მატჩის დასრულების შემდეგ პორტუგალიელი თავისი უკმაყოფილების გამოსახატად, არბიტრთა ოთახშიც შევიდა. ამას "გალათასარაის" მწვრთნელის ოკან ბურუკის მწვავე რეაქცია მოჰყვა.
"მოურინიო დიდი ხანია წუწუნებს! ტირის... ის თავისი კვნესითაა განთქმული!", - თქვა ჟოზეს შესახებ ბურუკმა.
მსაჯობა აღნიშნულ დაპირისპირებაში არც ბურუკს მოეწონა და სლავკო ვინჩიჩი მანაც ღიად გააკრიტიკა.
"ხელები უკანკალებდა, როცა ტყუილად ცდილობდა დაესტვინა. მხოლოდ თამაშის შენელება უნდოდა, რომ მატჩი 0:0 დასრულებულიყო", აღნიშნა ბურუკმა.
სათქმელია ისიც, რომ შეხვედრაზე უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები იყო მიღებული და ერთბაშად მატჩს 30 000 პოლიციელი ემსახურებოდა.
შეხსენებისთვის, "გალათასარაის" 64 ქულა აქვს და თურქეთის ჩემპიონატის ლიდერობას განაგრძობს. "ფენერბაჰჩე" მეორე ადგილზეა და ლიდერს ექვსი ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
საინტერესოა, მაიმუნის მაგივრად სიტყვა კენგურუ რომ ეხმარა, ეგეც რასიზმში ჩაეთვლებოდა ?
18
4
Admin shevardashi da shevidashi didi gansxvavebaa...
11
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ


უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული

