ფლიკი: "ბარსელონა" ყველა ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა გუნდის 15-მატჩიან წაუგებელ სერიაზე ისაუბრა.

გერმანელი სპეციალისტის თქმით, "ბლაუგრანა" წელს ყველა ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს.

"ამ შედეგით გაოცებული არ ვარ, დეკემბერში "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ, ვთქვი, რომ კარგად თამაშს დავიწყებდით. ჩვენ კონცენტრირებულები ვართ, ბურთს დიდხანს ვფლობთ და დაცვაში უკეთ ვთამაშობთ.

წინ დიდი დრო და უამრავი მატჩი გველის, მაგრამ ყველა ტიტულის მოსაგებად ვიბრძოლებთ. ვერ ვიტყვი, რომ ევროპაში ან მსოფლიოში საუკეთესო ნახევარდაცვის ხაზი გვყავს, მაგრამ მაღალი დონის მოთამაშეებით ვართ დაკომპლექტებულები", - განაცხადა ფლიკმა.

შეგახსენებთ, "ბარსელონა" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში
57 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ატლეტიკოს" 1 ქულით უსწრებს.

alt"ფლიკი მუსიალას ტრანსფერზე ოცნებობს" - ესპანური გამოცემა

altკიტეიშვილი ფორმაშია, "ბარსა" ფლიკით "ბაიერნთან", მიქაუტაძე თურქების წინააღმდეგ - ევროტურნირების მთავარი ამბები

alt"ფლიკი სწორედ მისი წყალობით გვყავს, არაერთი პრობლემა გადაჭრა" - ლაპორტა დეკუთი აღფრთოვანებულია

მკითხველის კომენტარები / 1 /
თავისუფლად შეეძლო ყვითელი ბარათი ეჩვენებინა სოსიედადის ფეხბურთელისთვის, მოედნის ცენტრში მოხდა დარღვევა და მეორე მცველიც გვერდზე ედგა ოლმოს, ასე რომ არანაირად ერთი ერთზე არ იყო მეკარესთან, მინიმუმ 40 მეტრი აშორებდა კარს, შეიძლება ისედაც მოეგო ბარსას, მაგრამ აშკარა უპირატესობა მისცა მსაჯმა დებიუტშივე
მამუკა
01:05 04-03-2025
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული