ვირცის აგენტმა ჭორები უარყო - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?

AutoSharing Option
"ლევერკუზენის" ერთ-ერთი ლიდერის, ფლორიან ვირცის აგენტმა, ჯოვანი ბრანჩინიმ შემტევის "მანჩესტერ სიტიში" ტრანსფერის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო.

რამდენიმე დღის წინ Bild-მა დაწერა, რომ "ქალაქელები" ვირცის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს გადახდას გეგმავდნენ.

ცნობისთვის, ფლორიანის გადაბირებით პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი და მიუნხენის "ბაიერნი" ინტერესდებიან.

მიმდინარე სეზონში ვირცმა "ლევერკუზენის" მაისურით ყველა ტურნირზე 38 მატჩი გამართა, თავი კი 15 გატანილი გოლითა და 13 საგოლე პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული