სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძლება "ჟირონაში" გადავიდეს

AutoSharing Option
РБ Спорт-ის ცნობით, სომხეთის ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" 25 წლის მცველმა ნაირ ტიკნიზიანმა შეიძლება კარიერა "ჟირონაში" გააგრძელოს.

კატალონიურ გუნდს დიდი ალბათობით მიგელ გუტიერესი დატოვებს და მის ერთ-ერთ შემცვლელად ტიკნიზიანს განიხილავენ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტიკნიზიანით ლა ლიგის კლუბები და მათ შორის "სევილია" და "ლეგანესი" იყვნენ დაინტერესებული.

ტიკნიზიანმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, "ლოკომოტივთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 6 მილიონიი ევროა.

ის საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის
პლეი-ოფის შეხვედრებისთვის სომხეთის ეროვნულ გუნდშია გამოძახებული.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხირონა ქვია ამას ხ ი რ ო ნ ა. ჟირონა არა!! “ჟ” არ არსებობს ესპანურში არაააააა!!! შეიგნეთ. და კიდევ, აქვე მივაყოლებ, ჩავი ქვია იმ კაცს, და არა ხავი. მაგრამ აზრი აქვს თქვენთან? მაინც გაუნათლებელი “ჟურნალისტები ხართ”
Star lord
12:18 19-03-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული