"მანჩესტერ სიტის" რაფინიას შეძენა სურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" "ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერის, რაფინიას შეძენა სურს, ამის შესახებ ინფორმაციას El Nacional-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, "ქალაქელები" მზად არიან ბრაზილიელი შემტევის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ჯერჯერობით უცნობია სურს თუ არა რაფინიას "ბარსელონას" დატოვება.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 42 მატჩი ჩაატარა, თავი კი 27 გატანილი გოლითა და 20 ასისტით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაი მაგათ (სიტის) პატრონს! კაცი დაფრინავს და ამათ სულ რაღაც 80 მილიონად მოუნდომებიათ ყიდვა ...
სიმართლე
01:33 22-03-2025
0
სამში თამამი არ სურს?!
ლაშა
11:06 21-03-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული