მოტას რამდენიმე საათში გაათავისუფლებენ - ცნობილია ვინ ჩაიბარებს "იუვენტუსს"

AutoSharing Option
"იუვენტუსს" ტიაგო მოტა აღარ გაწვრთნის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ბიანკონერი" ახალგაზრდა იტალიელ სპეციალისტს რამდენიმე საათში გაათავისუფლებს.

რომანოს ცნობით, მოტას იგორ ტუდორი შეცვლის.

ხორვატი სპეციალისტი "ბებერ ქალბატონთან" 2.5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. ტუდორი ბოლოს "ლაციოს" წვრთნიდა, სადაც 2.5 თვე იმუშავა და ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო კლუბი დატოვა.

29 ტურის შემდეგ "იუვენტუსი" 52 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული