პასუხი რაფინიას - არგენტინამ ბრაზილია გაანადგურა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა გაინაღდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არგენტინის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, "ალბისელესტემ" სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ტურნირის მე-14 ტურში "სელესაო" 4:1 დაამარცხა.

მიუხედავად გამარჯვებისა, არგენტინამ მუნდიალზე გასვლა ჯერ კიდევ მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე გაინაღდა, როდესაც ბოლივიისა და ურუგვაის მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

მოგეხსენებათ, არგენტინასთან მატჩის წინ ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა რაფინიამ ასეთი განცხადება გააკეთა: 

"არგენტინასთან მატჩი? აუცილებლად გავუტან გოლს და გავანადგურებთ მოედანზე. თუ საჭირო გახდა, მოედნის გარეთაც. ერთი მაგათიც!".

როგორც ჩანს, "ბარსელონას" შემტევის ამ სიტყვებმა "ალბისელესტეს" კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მისცა და "სელესაოს" 4 გოლი
გაუტანა.

გოლები: 1:0  ალვარესი (4), 2:0 ფერნანდესი (12), 2:1 კუნია (26), 3:1 მაკალისტერი (37), 4:1 სიმეონე (71)


მკითხველის კომენტარები / 17 /
რაღა ბრაზილია და რაღა სომხეთის ნაკრები
1
ვინისიუსმა კიდე იტირა? ვერა და ვერ ისწავლა ამ ბიჭმა თამაში რა )))
ზურიკო
11:00 26-03-2025
2

სიახლეები პოპულარული