"ეს ჩემი მიზანი არ არის" - კრიშტიანო რონალდო

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა კრიშტიანო რონალდო "ალ ნასრში" ფანტასტიკურ სეზონს ატარებს, ლეგენდარულმა პორტუგალიელმა პროლიგის ბოლო ტურში "ალ ჰილალს" დუბლი შეუსრულა და კარიერაში 931 გოლი დაუგროვდა. 40 წლის ფორვარდმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"69 გოლი 1000 გოლამდე? მსურს ამ მომენტით დავტკბე. ჩემი მიზანი არ არის, რომ 1000-გოლიან ნიშნულს მივაღწიო. თუ გამომივა, დიდებული იქნება, მაგრამ თუ არ გამომივა, ამაზე არ ვიდარდებ.

ახლა გამარჯვებით ვტკბები და მეტოქის დამარცხებით ბედნიერი ვარ. გოლების გატანაც მახარებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ", - განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, პროლიგის
სატურნირო ცხრილში "ალ ნასრი" 54 ქულით მესამე ადგილს იკავებს, და ლიდერ "ალ იტიჰადს" 7 ქულით ჩამორჩება.

altროგორ მიულოცა რონალდომ ქალიშვილებს, დებს, მეუღლესა და დედას ქალთა დღე

altბენზემამ რონალდო GOAT-ად არ მიიჩნია და თავისი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

altრონალდო პირველზეა - რომელმა ხუთმა სპორტსმენმა გამოიმუშავა ყველაზე მეტი თანხა 2024 წელს

altბრაზილიელმა რონალდომ თავისი თავი კრიშტიანოსა და მესის შეადარა - ნახეთ, რომელს თვლის ის მასზე უკეთეს ფეხბურთელად [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჟურნალისტებო!
ეს წაიკითხეთ.
https://x.com/T2Rugby/status/1909006361318543365
უფროსი
06:36 07-04-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული