ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: დიდი სასწაული "კამპ ნოუზე" [VIDEO]

AutoSharing Option
* "ბარსელონა" პირველი კლუბია ამ ტურნირის ისტორიაში, რომელიც შემდეგ ეტაპზე გავიდა პირველ მატჩში 0:4 წაგების შემდეგ.
* მეეექვსე, გადამწყვეტი გოლი მას მერე გავიდა, რაც პსჟ "ბარსელონას" გოლკიპერზე (!) დაჯარიმდა.
* სერხი რობერტომ ლიგაზე სულ სამი გოლი გაიტანა და სამივე "კამპ ნოუზე".

თუ რომელიმე გუნდს შეუძლია თანამედროვე ფეხბურთში სასწაულის მოხდენა, პირველ რიგში, ეს "ბარსელონაა" და ალბათ, ამადაც იყო, რომ მიუხედავად პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგისა, საფეხბურთო მსოფლიო განმეორებით მატჩს მაინც დიდი ინტერესით ელოდა.

როდესაც "ბარსელონა" "კამპზე ნოუზე" თამაშობს, იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს,
აბსოლუტურად ყველაფერი, რაც განვლილ შეხვედრაშიც დადასტურდა.

მომენტების და გოლების აღწერა შორს წაგვიყვანს - "ბარსამ" სასწაული მოახდინა, 6:1 სძლია მეტოქეს და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ეს იყო სპექტაკლი, ეს იყო შოუ, ეს იყო ზღაპარი - ეს იყო ის, რისთვისაც ასე ძალიან გვიყვარს ფეხბურთი.

* * *
მეორე შეხვედრაშიც მასპინძელმა გაიმარჯვა და ასევე დიდი ანგარიშით. დორტმუნდის "ბორუსიამ" ლისაბონში მინიმალური სხვაობით წააგო, თუმცა სახლში ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და დამსახურებულად გავიდა მომდევნო ეტაპზე. მატჩის გმირი პიერ ემერიკ ობამეიანგია, რომელმაც სამჯერ დაამწუხრა პორტუგალიელები.

ბარსელონა-პსჟ 6:1 (0:4)
გოლები: 1:0 სუარესი (3), 2:0 კურზავა (40 ს. კ.), 3:0 მესი (50-პენ.), 3:1 კავანი (62), 4:1 ნეიმარი (88), 5:1 ნეიმარი (90-პენ.), 6:1 სერხი რობერტო (90)
ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი - მასკერანო, პიკე, უმტიტი - რაფინია (76. სერხი რობერტო), რაკიტიჩი (84. ანდრე გომეში), ბუსკეტსი, ინიესტა (65. არდა თურანი), ნეიმარი - მესი, სუარესი
პსჟ (4-5-1): ტრაპი - მონიე (90. კრიხოვიაკი), მარკინიოსი, ტ. სილვა, კურზავა - ლუკას მოურა (55. დი მარია), ვერატი, რაბიო, მატუიდი, დრაქსლერი (75. ორიე) - კავანი
მაყურებელი: 90 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დორტმუნდი-ბენფიკა 4:0 (0:1)
გოლები: 1:0 ობამეიანგი (4), 2:0 პულიშუჩი (59), 3:0 ობამეიანგი (61), 4:0 ობამეიანგი (85)
დორტმუნდი (3-4-2-1): ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი (88. გინტერი), ბარტრა - დურმი, ვაიგლი, კასტრო, შმელცერი - პულიშიჩი, დემბელე (81. კაგავა) - ობამეიანგი (86. შიურლე)
ბენფიკა (4-2-3-1): მორაეში - სემედო, ლუიზაო, ლინდელიოფი, ელიზეუ - სამარისი (74. ჟივკოვიჩი), ალმეიდა - სალვიო (64. ჟონასი), პიცი, სერვი (82. ხიმენესი) - მიტროღლუ
მაყურებელი: 80 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 67 /
ყველაფერი დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო!ორი სიაფანდი პენალტი, გასაგდები ნეიმარი და სუარესი. ძალიან მაგარი ფეხბურთელები და ყოველდღე საცემი ცელქი ბიჭები.მათ არ იციან რა არის "დიდობა",კაცობა, ღირსება... მესი მაგათთან ღირსეულ-ღირსეულია.პირველი გოლი-მეკარე და მცველი ასე უსუსურები, მეორე გოლი-ქუსლით ურტყამს ინიესტა და მეკარე და მცველი დოყლაპიობენ და ა.შ. ორი ნაღდი პენალტი ბარსას კარში დასაNიშნი? დი მარიას "ფინტი".
ხომ არ გეჩვენებათ ,რომ ყველაფერი დალაგდა?
ეჰ, უეფა უეფა!
gigo
09 მარტი 2017 17:04
0
111-ს. როგორ ვაფასებ "ჭკვიან" ხალხს. კაზინოს ნუ გაეკარები ბრატ და სხვა ნიჩეო!!!
კატა
09 მარტი 2017 15:58
0
დააკვირდით პსჟ ბოლო წუთებში უბურთოდ როგორ თამაშობდა თითქოს ბურთს გაურბოდნენ ან დი მარიამ ერთი ერთზე როგორ დაარტყა----ბოლო ბოლო ყველაფერიც გაირკვევა ---ეს უბრალოდ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ნაცრის შეყრა იყო თვალებში--აი ვნახოთ ასე თუ არ იყოს...............
emigranti
09 მარტი 2017 15:51
0
ბარსელონას მოგება რას მოგვცემს ქართულ ფეხბურთში? ინგლისში ყოველთვის ლიგის თამაშების პარალელურად მიმდინარეობს ჩემპიონშიპის თამაშები რომ ინგლისელი მაყურებელი ბოლომდე ლიგაზე არ გადაერთოს
guja
09 მარტი 2017 15:39
0
ამდენი გცოდნია და მაგ "მეთოდით" პირველი მილიონის შოვნაც არ გაგიჭირდება ვხედავ მალე... აწი იცი რომ 90% იმაზება და მეტად გაგიადვილდება ფსონის ჩამოსვლა. შემდეგ 4:0-ზე გაითვალისწინე ეგ ტექნიკა!
111-s
09 მარტი 2017 15:32
0
ბარსელონას გარდა ვინმე თამაშობს ეგეთ ფეხბურთშ რა შუაშია ...ასტანა გავიდა ლიგაზე და ჩვენ არ გვინდა თუ რაა არის?ბარსასავით ყველა ვერ ითამაშებს
mamulo-s
09 მარტი 2017 15:32
0
ბოღმებოოოო:))) შეთქმულების თეორიებში გენაცვალეთ:)_))
valderrama
09 მარტი 2017 15:09
0
ფეხბურთი იყო პარიზში და არა ბარსლონაში !
maxo
09 მარტი 2017 15:09
0
სუარესი კარგი მსახიობია,და მსახიობი იგებს თამაშს,მსაჯის დახმარებით,ვერ გავიგე ევროპაში ყველგან ჩემპიონატზე სიმულაციისთვის ყვითელ ბარათს უჩვენებენ,აქ კი სუარესს ორჯერ არ უჩვენეს,ასეთი მსაჯით თბილისის დინამოც მოიგებდა ახლანდელი შემადგენლობით.
maxo
09 მარტი 2017 15:07
0
ამ დუელის სასწაული უფრო ის არის ჩემი აზრით, ბარსა პირველ შეხვედრაში რომ დადგა ჯორივით. აქ კიდევ მსაჯი მართლა ვერ იყო თავის დონეზე
გგგ
09 მარტი 2017 14:53
0

სიახლეები პოპულარული