"იუვენტუსმა" პორტუგალეიები მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი 42-ე წუთზე პაოლო დიბალა გახდა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩიც ტურინელებმა მოიგეს და შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ მე-40 წუთზე "პორტუს" მაქსიმილიანო ფერეირა გაუძევეს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის წილიყრა 17 მარტს გაიმართება.