ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წილისყრა: როდის და როგორ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის მეოთხედფინალური სტადიის წილისყრა 17 მარტს უეფას შტაბ-ბინაში, ქალაქ ნიონში გაიმართება.

წილისყრა ჩვენი დროით 15:00 საათზე დაიწყება.

მეოთხედფინალში წყვილები ბრმა წილისყრით შეირჩევიან, ანუ არ იქნებიან განთესილი და განუთესავი გუნდები, ამიტომ ერთმანეთს შესაძლოა ერთი ასოციაციის წარმომადგენლები შეხვდნენ.

გუნდი, რომელსაც პირველად გააჟღერებენ, პირველ მატჩს შინ გამართავს.

პირველი შეხვედრები 11 და 12 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 18 და 19 აპრილს.

გუნდები, რომლებიც უკვე გავიდნენ მეოთხედფინალში:

მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია)
"ბარსელონა" (ესპანეთი)
დორტმუნდის "ბორუსია" (გერმანია)
"ლესტერი" (ინგლისი)
მადრიდის "რეალი" (ესპანეთი)
- მოქმედი ჩემპიონი
ტურინის "იუვენტუსი" (იტალია)

დარჩენილი წყვილები:

მადრიდის "ატლეტიკო" (ესპანეთი)-"ლევერკუზენი" (გერმანია)
"მონაკო" (საფრანგეთი)-"მანჩესტერ სიტი" (ინგლისი)

- ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ტელევიზორებთან მოკალათდით და ისიამოვნეთ!

ნახევარფინალების წილისყრა: 21 აპრილი
მატჩები: 2/3 და 9/10 მაისი

ფინალი: 3 ივნისი, კარდიფი, ეროვნული სტადიონი
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
მე ლესტრი-მონაკოს ვფიქრობდი... ^_^
დათო
10:22 16-03-2017
0
ფინალი ლესტერი ბაიერნი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული