სუპერლიგაზე საუბარი აღარ იქნება, რა შეიცვლება ევროტურნირებზე 2018 წლიდან

AutoSharing Option
ევროპულმა კლუბებმა სუპერლიგის შექმნის იდეაზე უარი თქვეს. ამის შესახებ ევროპის საკლუბო ასოციაციის პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ უეფას საშეჯიბრო განყოფილების დირექტორთან, ჯორჯო მარკეტისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ სრულებით ვეთანხმებით ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის რეფორმებს 2018-21 წლებისთვის. ეს ჩვენთვის კარგია და მოხარულნი ვართ, რომ უეფას ეგიდით გავაგრძელებთ არსებობას. შესაბამისად, სუპერლიგასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ იქნება. ჩემპიონთა ლიგა უფრო მიმზიდველი და ძლიერი გახდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა", - აქვეყნებს რუმენიგეს ნათქვამს Marca.

მანამდე უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ სანამ ის პრეზიდენტია, სუპერლიგა არ შეიქმნება.

რა
შეიცვლება ევროტურნირებზე 2018 წლიდან:

* ევროპალიგის გამარჯვებული პირდაპირ მიიღებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს (ამჟამინდელი წესით, ის პლეი ოფში ერთვება).
* ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად მოხვდება ოთხი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ასოციაციის ოთხ-ოთხი უძლიერესი კლუბი.
* საკლუბო კოეფიციენტები ახლებური სისტემით დაანგარიშდება: კლუბები მხოლოდ საკუთარი შედეგებით შეფასდებიან. ანუ ასოციაციის კოეფიციენტი კლუბის კოეფიციენტის განსაზღვრაზე აღარ იმოქმედებს (გამონაკლისი იმ შემთხვევაში დაიშვება, თუკი კლუბის კოეფიციენტი ნაკლები იქნება ასოციაციის კოეფიციენტის 1/5-ზე).
* კოეფიციენტის გამოანგარიშებისას გათვალისწინებული იქნება კლუბის ისტორიული მიღწევები კონკრეტულ ტურნირში. კლუბები, რომლებსაც გაუმარჯვიათ ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგაზე, დამატებით ქულებს მიიღებენ.
* ორივე ტურნირში მნიშვნელოვნად გაეზრდებათ შემოსავლები კლუბებსაც და ლიგებსაც.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ფლეი ოფში ერთვება ევროპა ლიგის გამარჯვებული ახლაც პირდაპირ ხვდება ლიგაზე
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული