- ტერორიზმი და ფეხბურთი: აფეთქება დორტმუნდში [VIDEO]
"ჩვენთვის არც არაფერი უკითხავთ, უბრალოდ, ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ უეფამ შვეიცარიაში მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ძალიან ცუდად ვიგრძენით თავი.
ინციდენტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მათ მხოლოდ ის ანაღვლებდათ, ჩაეტარებინათ მატჩი თუ არა. ისე მოგვექცნენ, თითქოს ავტობუსს ლუდის ქილა ესროლეს. ამ დროს უძლურობას გრძნობ.
ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ჩვენ უბრალოდ რაღაც ფუნქცია გვაქვს, სხვა დანარჩენი კი არაფერს
გამოვედით ავტობუსიდან, ბარტრა სასწრაფო ავტომობილით წაიყვანეს და უცბად ვგებულობთ ამ გადაწყვეტილების შესახებ. ეს არასასიამოვნო იყო", - აღნიშნა ტუხელმა.
ტუხელის ნათქვამთან დაკავშირებით უეფამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ორივე მხარესთან კავშირზე იყო და ორივე მხარის თანხმობის შემდეგ მიიღო მატჩის გამართვის თარიღის გადაწყვეტილება.
გერმანელმა სპეციალისტმა ასევე "მონაკოსთან" მატჩი შეაფასა.
- ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: მკვლელი მბაპე და "დორტმუნდი" შოკში [VIDEO]
"მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ, ვიდრე პირველი. პირველი გოლი თამაშგარედან გაგვიტანეს, მეორე გოლი ბენდერმა საკუთარ კარში გაიტანა, ხოლო მესამე გოლის დროს ჩვენ თავადვე დავუშვით შეცდომა. ეს თითქმის იგივეა, რაც ორი ავტოგოლი და ერთი შეცდომით გაშვებული.
შესვენების შემდეგ გვინდოდა, მეტოქე შეგვევიწროებინა და ვიცოდით, რომ შანსი გვექნებოდა. სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა.
"მონაკოს" ფეხბურთელებმა ძალიან ეფექტურად ითამაშეს. არ უნდა დაგვავიწყდეს საკადრო პრობლემები: ბევრმა ფეხბურთელმა ვერ ითამაშა. ეს აბსურდული სიტუაციაა", - თქვა ტუხელმა.
მომზადებულია ESPN-ის მიხედვით