მანუელ ნოიერმა კრიშტიანო რონალდოს მე-3 გოლის დროს ფეხი მოიტეხა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერმა მადრიდის "რეალთან" (4:2) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, წინასწარი დიაგნოზით, მარცხენა ფეხი მოიტეხა.

ეპიზოდი შეხვედრის 109-ე წუთზე მოხდა, როცა მეკარეს ფეხი დაუცდა, ხოლო "სამეფო კლუბის" ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ მესამე გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა.

მიუნხენში დაბრუნებისას ნოიერი დეტალურ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ცნობილი გახდება გერმანელის საბოლოო დიაგნოზი და გამოჯანმრთელების ვადა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: რონალდოს ჰეთ თრიკი და 100 გოლი ლიგაზე [VIDEO]

მომზადებულია fcbayern.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
ესენი თუ უმაღლესი კატეგორიის მსაჯები არიან ამათი სულმდაბალი და უვიცი ,,,,, ,,,,,,,!უფრო ზირიკლები ვიდრე მსაჯები!!!
nikola
19 აპრილი 2017 19:53
0
ასეთი მსაჯობა ამ პრესტიჟული ტურნირის გადამწყვეტ ეტაპზე წარმოუდგენელია. ეს მსაჯები საერთოდ უნდა ჩამოაშორონ ფეხბურთს. ვკითხულობ აქ კომენტარებს და მეცინება, მე არც ბარსას და არც რეალის ფანი არ ვარ, მაგრამ ბარსა-პსჟ-ს თამაშში მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომები და გუშინდელი თამაშის მსაჯის შეცდომები ერთმანეთს არც უნდა შეადარო. როცა ოთხბურთიან უპირატესობას გუნდი ვერ ინარჩუნებს ეგ უკვე იმ გუნდის პრობლემაა და არა მსაჯის. მაგრამ გუშინდელ მატჩში ნამდვილად საბედისწერო შეცდომები დაუშვა მსაჯმა რეალისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში და ამით რეალი გაიყვანა ნახევარფინალში.
დათო
19 აპრილი 2017 15:25
0
ძალიან კარგი თამაშიო იყო დიდი ხანია ასეთი თამაში არ მინახავს. ცუდი ის იყო რომ მსაჯმა ორი უმძიმესი შეცდომა დაუშვა რამაც გადაწყვიტა თამაშის ბედი. ბაიერნმა ორ თამაშში ანუ 4 ტაიმიდან, 3 ტაიმში აჯობა რეალს. საბოლოოდ მაინც დამარცხდა ზემოთ აღნიშნული მიზეზთა გამო
gia
19 აპრილი 2017 14:47
0
ნეტავ პსჟ-სთან ბარსას თუ უწოდე უეფას კუთვნილი გუნდი.თუ 2 არდანიშნული პენალტი და 2 ბარსას სასარგებლოდ ტუფტა პენალტი არ ყოფილა
ამაშია საქმე
19 აპრილი 2017 12:52
0
ზაზა, პირველი თამაშის პენალტი და თუნდაც რობენის დაყვინთვა ამ თამაშში? ვიდალი მანამდე იყო გასაგდები და დაინდო. ბაიერნმა რამით აჯობა რეალს რომელიმე თამაშში? მსაჯობაზე როცა საუბარია ბარსა-პსჟ-ს მერე რაღაა გასაკვირი. ზოგადად კი უკვე დროა ვიდეორეფერის აშკარად. და რეალს კი შესაფერისი მეკარე ჭირდება.
Zaza-s
19 აპრილი 2017 12:42
0
აი აქ უნდა ამოიღოს ხმა უეფამ.ასე როგორ შეიძლება გუნდის დაჩაგვრა?აშკარა თამაშგარე,აშკარა არასამართლიანი წითელი ბარათი...
რეალი უეფას კუთვნილი გუნდია?
zaza
19 აპრილი 2017 11:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული