ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: სიმეონეს ეპოქა "ბერნაბეუზე" დაასრულეს [VIDEO]

AutoSharing Option
* კრიშტიანო რონალდომ "რეალის" მაისურით მე-400 გოლი გაიტანა.

* კრიშტიანო რონალდომ პირველმა მოახერხა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ზედიზედ ორ მატჩში ჰეთ თრიკის შესრულება.

* კრიშტიანო რონალდომ ნახევარფინალებში ყველაზე მეტი, 12 გოლი გაიტანა.

* კრიშტიანო რონალდომ პირველმა შეძლო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში 50 გოლის გატანა.

კიდევ ერთი მადრიდული დუელი ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" უპირატესობით დაიწყო. ზინედინ ზიდანის გუნდმა "არაზიდანურად" დაიწყო, ანუ აგრესიულად და აქცენტი სწრაფ გოლზე გააკეთა. არადა, ზიზუს პოსტზე მისვლის მერე მივეჩვიეთ, რომ მისი გუნდი დინჯად თამაშობს ხოლმე, თანაც, ნებისმიერ სიტუაციაში.
ასე აქტიურად "რეალს" წინა სეზონში "ვოლფსბურგთანაც" კი არ დაუწყია, რომელთანაც პირველი მატჩი 0:2 ჰქონდა წაგებული. ეს ცოტა მოულოდნელი გახლდათ დიეგო სიმეონესთვისაც.

"სამეფო კლუბს" გარეთ ბეილი (ასევე პეპე) არ ჰყავდა. უელსელის ნაცვლად, ძირითადში ფორმაში შესული და ზიდანის ფავორიტი ისკო მოხვდა. დიეგო სიმეონეს კი დაცვის მარჯვენა ფლანგზე ჰქონდა სერიოზული პრობლემა. მან ხუანფრანი და ვრსალიკო ტრავმების გამო დაკარგა. იქ სავიჩის დაყენებამ არ გაამართლა და ბოლოს ამ პოზიციაზე ხიმენესი გაამწესა, ვინც ჩემპიონატის მატჩში დაშავდა და გუნდს ასევე გამოაკლდა. "ჩოლომ" მარჯვენა ფლანგზე ახალგაზრდა ლუკას ერნანდესი დააყენა.

უცნაურია, მაგრამ "რეალის" შეტევების უმეტესობა და უფრო მწვავე იერიშები არა ერნანდესის მიმართ, არამედ საპირისპირო ფლანგზე მიდიოდა და ზეწოლა ფილიპე ლუიშზე ხორციელდებოდა. პირველი შანსი ქარიმ ბენზემას მიეცა, რომელიც ფრანგმა ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში, მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებისას კრიშტიანო რონალდო თამაშგარეში იყო და პასიც ალბათ მისკენ მიდიოდა, მაგრამ ლაინსმენს ალამი არ აღუმართავს, პასიურ ოფსაიდში ჩათვალა.

ამ მომენტს აუცილებლად მოჰყვება გარჩევები, ბურთი კი პორტუგალიელამდე სავიჩმა არ მიუშვა, რომელმაც ცუდად მოიგერია, ბურთი კაზემიროსკენ წავიდა, რომელიც აშკარად დარტყმას ცდილობდა, მაგრამ პასი გამოუვიდა და სწორედაც რონალდომ თავისი მორიგი გოლი შეაგდო და "რეალი" დააწინაურა. სწრაფი გოლი მაინც შედგა.

მალევე, ასევე თავური დარტყმით რაფაელ ვარანს შეეძლო გატანა, მაგრამ იან ობლაკმა ურთულესი ბურთი აიღო. "ატლეტიკომ" პირველ ტაიმში მეტოქეს კარში ზუსტად ვერ დაურტყა. "ატლეტიკოს" ერთადერთი დარტყმა კარისკენ დიეგო გოდინისაა, როდესაც პასიურმა იანიკ ფერეირა-კარასკომ ჯარიმა გამოიმუშავა. ყველა დარტყმას ელოდა, მაგრამ ანტუან გრიზმანმა ეშმაკურად ჩააგდო საჯარიმოსა და ვარდნაში. გოდინმა, რომელიც მეტოქის მცველებს გაექცა, ზუსტად ვერ დაარტყა. ტაიმის ბოლოს "რეალმა" ტრავმის გამო დანი კარვახალი დაკარგა, რომელსაც ძალიან შთამბეჭდავი სეზონი აქვს.

კარვახალის ნაცვლად მეორე ტაიმი ნაჩომ დაიწყო. შედეგად, ფილიპე ლუიშმა ცოტა ამოისუნთქა.

"ათლეტებმა" მეორე ნახევარი უფრო ყოჩაღად დაიწყეს, მაგრამ მომენტების შექმნა ისევ არ გამოსდიოდათ. "რეალი" კი უფრო მშვიდი გახდა, დინჯი, "ზიდანური" და მომლოდინე რეჟიმზე გადაერთო. სანახაობრივმა მხარემაც მოიკლო. 73-ე წუთზე ბენზემამ ფიზიკური ორთაბრძოლა მოიგო, წონასწორობა შეინარჩუნა და რონალდოსკენ გააგორა ბურთი და პორტუგალიელმაც მცველსა და მეკარეს აჯობა.

კრიშტიანო ამით არ დაკმაყოფილდა და 86-ე წუთზე ჰეთ თრიკი გაიფორმა - შეცვლაზე შესულმა ლუკას ვასკესმა ბურთს მიუსწრო, რონალდომ კი ოსტატურად გაიტანა. რონალდოს მონაგარი - ორი მატჩის ჯამში ხუთი გოლი "ბაიერნის" კარში და სამი ერთ ნახევარფინალურ შეხვედრაში - როგორია?

მოდი, თავს ნუ მოვიტყუებთ და რეალობას გავუსწოროთ თვალი, თამამად ვთქვათ, რომ "ატლეტიკოში" დიეგო სიმეონეს დიდი ეპოქა დასრულდა. ჩოლო, შესაძლოა, ამ სეზონის მერე წავიდეს, მას დიდი გეგმები აქვს. "ატლეტიკო" ახალ სტადიონზე გადადის და ახალი ისტორიის წერას იწყებს. "რეალი" კი მე-12 ტიტულისკენ სვლას აგრძელებს და დიდი შანსი აქვს, პირველ კლუბად იქცეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მიჯრით ორჯერ მოიგებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რეალი-ატლეტიკო 3:0
გოლები: 1:0 რონალდო (10), 2:0 რონალდო (73), 3:0 რონალდო (86)
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი (46. ნაჩო), რამოსი, ვარანი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ისკო (68. ასენსიო), რონალდო, ბენზემა (86. ლუკას ვასკესი)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ლ. ერნანდესი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - გაბი, საული (58. გაიტანი), კოკე, ფერეირა-კარასკო (68. ა. კორეა) - გამეირო (57. ფ. ტორესი), გრიზმანი
მაყურებელი: 77 609

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
როგორ გეტყობა რომ ანგარიშის მეფე ხარ :D მესის ლიგაზე 94 აქვს გატანილი და 3 სეზონით ნაკლები ნათამაშები, ახლა ითვალე ვისის შედეგია უფრო მაგარი, კარიერას რომ დაასრულებენ მერე ითვალეთ ვინ რამდენი გაიტანა კარიერის მანძილზე და არა ის ვინ პირველმა გაიტანა 103 ;) რომელ ევროპაზე ლაპარაკობ? 5 ფრეს რომ ითამაშებ და პირველი ღირსეული მეტოქე რომ ფინალში გეყოლება და იმასაც უშენოდ რომ მოუგებენ ეგაა რონალდოს დამსახურება ევროპაზე, საერთოდ ერკვევი რა სპორტზე წერ? ბელგიას, ინგლისს, გერმანიას, იტალიას და ესპანეთს რომ არ შეხვდები და ისე მოიგებ ევროპას მასეთ ოქროს მსოფლიოდ ვერცხლი ათჯერ გადაახტება თავზე...
მხოლოდ ფაქტებს
04 მაისი 2017 13:22
0
ბარსას და მესის ფანებო კიდევ რამდენი უნდა გაიტანოს რონალდომ რომ აღიაროთ რომ იგი ფეხბურთში მოვლენაა.103 ბურთი ჩემპიონთა ლიგაზე რაც მთავარია 52 პლეიოფებში,71 ნაკრებში აქედან მხოლოდ 15 ამხანაგურებში,400 ტოპ 6-ში.ახლა ჩამოყარეთ მესის მიერ გატანილები.ეს ხომ უბრალო ართმეტიკაა.ვაღიარებ რომ მესი უაღრესად ტეხნიკურია და და ხანდახან მგონია რომ სასწაულების მოხდენა შეუძლია,მაგრამ სინამდვილეში ასე არ ხდება.მაგალითად ბოლო ორი პლეიოფი ჩ.ლიგაზე,მსოფლიო ჩემპიონატზე პლეიოფები და განსაკუთრებით ფინალში იგი ნული იყო.ე.ი. რაღაცა აკლია.მგონია რომ ვაჟკაცობა.რონალდო კი პორტუგალიის შედარებით სუსტ ნაკრებს წლებია მარტო ქაჩავს და ევროპის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.მარტო ნახევარფინალში ორი ფრენით გატანილი რადა ღირს.ნაკრებში ფეხბურთელი რომელიც ვერ გაიბრწყინებს იგი ვერასოდეს ვერ იქნება დიადი.
მხოლოდ ფაქტები
04 მაისი 2017 10:37
0
რონალდოს 8 გოლიდან 3 თამაშგარედან აქვს გატანილი
gibs
04 მაისი 2017 01:41
0
მიცენ სიმეონეს ნახევარი მილიონი ტრანსფერებისთვის და ნახავთ მერე კრისტიანოს ზიდანის და მთელი რეალის ტირილს და წვიკინს.
.
03 მაისი 2017 17:28
0
ლიგაზე ძალიან მაგარი ამაშები გაიმართა,მაგრამ ჩემი აზრით საუკეთესო თამაში ამ წელიწადში,რეალი ბარსას მეორე წრეში ნათამაშები მატჩია მაინც,რამოსის გაძევებამდე რა თქმა უნდა.შემდეგაც ძალიან მაგარი იყო,მაგრამ იარაღი თანაბარი აღარ ჰქონდათ.
თქვენ რას იტყვით?
სოსო
03 მაისი 2017 17:04
0
ნიჭიეროოოოოოოოოოოოოოო.. იმას რატომ იძახით რომ მთელი გუნდი რონალდოზე თამაშობს და სულ მას ეზებენ რომ გაატანინონ? ესეც სულ კართანაა ატუზული და ილოდება როდის მიაწვდიან რომ მიართყას, მასე მორატაც გაიტანს და ბენზემაც მაგრამ ყველა რონალდოს ატანინებს რომ მესის არ ჩამოარცინონ :D:D გოლები ეგ კიარაა სხვა რომ ქმნის და შენ იწერ აქტივში, გოლი ისაა ტკბილი და მართალი შენ რომ შექმნი და გაუყრი, ამას აკეთებს მესი და სად იყავით რეალის ფანები კლასიკოს მერე რატო ერ აკომენტარებდით? მარსელო და მოდრიჩი უფრო დიდი ძალაა რეალისთვის ვიდრე რონალდო, როგორც მაგას გააქვს ისე ნებისმიერი გაიტანს რონალდოს ადგილას თვითონ რეალიდან.
:D-s
03 მაისი 2017 16:24
0
მსოფლიო ფეხბურთს 10 წელია ორი გამორჩეული ლიდერი ყავს.ხან ერთია უკეთესი ხან მეორე.ბოლო ორი სეზონი რონალდომ აჯობა.შარშან ევროპაზე გადამწყვეტ მომენტებში ნამდვილი ლიდერი იყო,ხოლო ახლა ამ პლეიოფებში ნამდვილი სასწაული მოახდინა.8 ბურთი გაუტანო ბაიერნს და ატლეტიკოს?
ეს ფანტასტიკაა
03 მაისი 2017 14:00
0
ატლეტიკო ყველაზე არასიმპატიური გუნდია ბოლო წლებში, თამაშს კლავს და ისე აღწევს ხომე გარკვეულ წარმატებებს.ამიტომ ის ვერასოდეს ვერ ავა რელის და ბარსას დონეზე. ჩოლო ივარგებს კატენაჩო იტალიაში, ესპანურ ფეხბურთს არ ეკადრება ასეთი მწვრთნელები.
bizina
03 მაისი 2017 13:50
0
მესი.გე უნდა ერქვას ამ საიტს :))) კაცმა რეალის მაუსურით მე-400 გოლი გაიტანა ზედიზედ ორ პლეიოფის შეხვედრაში ჰეთრიკი გააკეთა ბოლო სამ შეხვედრაში 8 გოლი და სტატიას სიმოენეს ერის დასასრული ქვია:)))) მესის ეს რომ გაეკეთEბინა ცალკე სტატია იქნებოდა ლეო ქება დიდებით.... ლეომ და ბარსამ ტელევიზორში კარგად უყურეს თამაშს მაგაზე ცალკე სტატია არ უნდა დაწეროთ? :))))
:D
03 მაისი 2017 13:43
0
დღევანდელი რეალი ნაღდ,სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს,რისთვისაც ფეხბურთი გვახარებს. გვარდიოლას ტიკტაკი, ცენტრში ბურთის გორაობა ამის შემდეგ როგორ შეიძლება მოგეწონოს.წინა მსოფლიოზე უმეტესი გუნდები გერმანიის გარდა ბურთის გორაობით თამაშობდნენ ამიტომაც ძაან მძიმე საყურებელი იყო ყველა პლეიოფი 11 მეტრიანებით დასრულდა.
ფეხბურთი კაცების სპორტია
03 მაისი 2017 13:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული