E ჯგუფში ტურინის "იუვენტუსმა" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. თავისი შეხვედრა მოიგო სტუმრად "შახტარმაც" "ნორდსიელანდთან" და შედეგად, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულების შემდეგ ეტაპზე გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
F ჯგუფის ლიდერების, "ბაიერნისა" და "ვალენსიას" დაპირისპირება ფრედ დასრულდა, რამაც შემდეგი ეტაპის საგზური ორივე მათგანს მოუტანა.
დასახულ მიზანს მიაღწია "ბარსელონამ", რომელმაც მოსკოვში "სპარტაკს" 3:0 სძლია.
კვლავ არ გამართლდა ჩვენი მოლოდინი და "სპარტაკის" თავკაცმა უნაი ემერიმ ჯანო ანანიძე ძირითადში არ გაამწესა.
G ჯგუფის მეორე შეხვედრაში "ბენფიკამ" "სელტიკი" მიიღო და 2:1 სძლია, რითაც შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.
H ჯგუფში "გალათასარაიმ" ილმაზის გოლით "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა და ბარიერის დასაძლევად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
მოიგო "კლუჟმაც", რომელმაც შინ "ბრაგას" სძლია. ჯგუფის მეორე ადგილისთვის ბრძოლა სწორედ "გალასა" და "კლუჟს" შორის გაჩაღდება, რომლებსაც 7-7 ქულა აქვთ.
საინტერესო ციფრები
* ლეო მესი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-2 ბომბარდირი რუუდ ვან ნისტელროისთან ერთად (56-56 გოლით). წინ მხოლოდ რაულია (71 გოლი).
* მესიმ 2012 წელს უკვე 80 გოლი გაიტანა. გერდ მიულერის რეკორდამდე (1972 წ. 85 გოლი) ბევრი აღარ რჩება.
* მესი ამ სეზონის ბომბარდირთა დავაში კრიშტიანო რონალდოს დაეწია (5-5 გოლი).
* "ბარსელონა" ზედიზედ მეცხრედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში.
E ჯგუფი
ნორდსიელანდი-შახტარი 2:5
გოლები: 1:0 ნორდსტრანდი (24), 1:1 ადრიანო (26), 2:1 ლორენცენი (29), 2:2 ვილიანი (44), 2:3 ვილიანი (50), 2:4 ადრიანო (53), 2:5 ადრიანო (81)
ნორდსიელანდი (4-2-3-1): ჰანსენი - მტილიგა, რუნიე, ოკორე, პარკჰერსტი - სტოკჰოლმი, ადუ - ჯონი (83. აინოღლუ), კრისტენსენი (55. კრისტიანსენი), ლორენცენი - ნორდსტრანდი (75. ტიჩინოვიჩი)
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი, სრნა, კუჩერი, რაკიცკი, რატი - სტეპანენკო, ფერნანდინიო - ტეიშეირა (78. დუგლასი), მხითარიანი, ვილიანი (86. ილსინიო) - ადრიანო (81. ედუარდო)
გაფრთხილება: ადუ, კრისტიანსენი, პარკჰერსტი - ადრიანო, კუჩერი
კარში დარტყმა: 5-10 (2-6) კუთხური: 6-4 თამაშგარე: 0-4 ჯარიმა: 14-12 ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 20 000
იუვენტუსი-ჩელსი 3:0
გოლები: 1:0 კვალიარელა (38), 2:0 ვიდალი (61), 3:0 ჯოვინკო (90)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - კიელინი, ბონუჩი, ბარძალი - ასამოა, მარკიზიო, პირლო, ვიდალი, ლიხშტაინერი (67. კასერესი) - ვუჩინიჩი (82. ჯოვინკო), კვალიარელა (89. პოგბა)
ჩელსი (5-2-3): ჩეხი - ასპილიკუეტა (60. მოზესი), ლიუსი, კეჰილი, ივანოვიჩი, კოული - რამირესი, მიკელი (71. ტორესი) - აზარი, მატა, ოსკარი
გაფრთხილება: ბონუჩი, მარკიზიო, ჯოვინკო - რამირესი
კარში დარტყმა: 25-7 (14-1) კუთხური: 10-5 თამაშგარე: 3-0 ჯარიმა: 20-8 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 40 000
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | შახტარი | 5 | 3 | 1 | 1 | 12-7 | 10 |
2 | იუვენტუსი | 5 | 2 | 3 | 0 | 11-4 | 9 |
3 | ჩელსი | 5 | 2 | 1 | 2 | 10-9 | 7 |
4 | ნორდსიელანდი | 5 | 0 | 1 | 4 | 3-16 | 1 |
მომდევნო ტური
4 დეკემბერი: ჩელსი-ნორდსიელანდი, შახტარი-იუვენტუსი
F ჯგუფი
ვალენსია-ბაიერნი 1:1
გოლები: 1:0 ფეგული (77), 1:1 მიულერი (82)
ვალენსია (4-4-2): გუაიტა - სისოკო, რ. კოშტა, რამი, ბარაგანი - გუარდადო (86. ვალდესი), პარეხო (75. ჟონასი), ტ. კოსტა, ფეგული - სოლდადო, ბანეგა (80. ალბელდა)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, დანტე, ბადშტუბერი, ალაბა - მარტინესი, შვაინშტაიგერი - მიულერი, კროოსი (66. შაჩირი), რიბერი (79. გომესი) - პისარო (66. მანჯუკიჩი)
გაფრთხილება: ბარაგანი, სოლდადო, გუაიტა - დანტე, მარტინესი
გაძევება: ბარაგანი (34)
კარში დარტყმა: 6-14 (3-5) კუთხური: 2-12 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 15-10 ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 50 000
ბატე-ლილი 0:2
გოლები: 0:1 სიდიბე (14), 0:2 ბრუნო (31)
ბატე (4-3-3): გორბუნოვი - ბოროდაჩევი, ფილიპენკო, რადკოვი, პოლიაკოვი - ოლეხნოვიჩი (4. ვასილიუკი), ბაგა, ვოლოდკო (46. კონცევოი) - რენანი, როდიონოვი, გლები (77. სივაკოვი)
ლილი (4-3-3): ელანა - სიდიბე, ბასა, როზენალი, დინე - გუიე, პედრეტი, მარტენი (77. ბონარი) - ბრუნო (64. რუ), როდელინი, კალუ (69. პაიე)
გაფრთხილება: რენანი, რადკოვი - ბრუნო, სიდიბე, პედრეტი
გაძევება: - სიდიბე (74)
კარში დარტყმა: 10-5 (6-3) კუთხური: 4-5 თამაშგარე: 4-3 ჯარიმა: 14-17 ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 22 810
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ბაიერნი | 5 | 3 | 1 | 1 | 11-6 | 10 |
2 | ვალენსია | 5 | 3 | 1 | 1 | 11-5 | 10 |
3 | ბატე | 5 | 2 | 0 | 3 | 8-11 | 6 |
4 | ლილი | 5 | 1 | 0 | 4 | 4-12 | 3 |
მომდევნო ტური
4 დეკემბერი: ბაიერნი-ბატე, ლილი-ვალენსია
G ჯგუფი
სპარტაკი-ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 დანი ალვეში (16), 0:2 მესი (27), 0:3 მესი (39)
სპარტაკი (4-2-3-1): დიკანი - მაკაევი, სუხი, ინსაურალდე, დ. კომბაროვი - კარიოკა (74. ბრიზგალოვი), კალსტრიომი - კ. კომბაროვი (63. ველიტონი), ხურადო, არი - ემენიკე (63. ანანიძე).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა (87. მონტოია) - ფაბრეგასი, ჩავი (81. სონგი), ბუსკეტსი - პედრო (85. დეულოფეუ), მესი, ინიესტა.
გაფრთხილება: კარიოკა, კალსტრიომი - პედრო, მასკერანო
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 12-7; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 6-11 (0-8); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 67 325
ბენფიკა-სელტიკი 2:1
გოლები: 1:0 ჯონი (7), 1:1 სამარასი (32), 2:1 გარაი (71)
ბენფიკა (4-3-3): არტური - ალმეიდა, ლუიზაო, გარაი, მელგარეჟო - ჯონი, მატიჩი (78. მ. პერეირა), ლიმა (75. გაიტანი) - პერესი, კარდოსო, სალვიო (90. ჟარდელი).
სელტიკი (4-4-2): ფორსტერი - ლუსტიგი, უილსონი, ამბროზი, მეტიუზი - ბრაუნი (64. ქომონსი), ლედლი (80. ვატი), ვანიამა, მალგრეუ (46. კაიალი) - სამარასი, ჰუპერი.
გაფრთხილება: მელგარეჟო, ალმეიდა - სამარასი, ლედლი, ვანიამა
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 16-8; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 20-8 (9-5); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 49 000
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ბარსელონა | 5 | 4 | 0 | 1 | 11-5 | 12 |
2 | სელტიკი | 5 | 2 | 1 | 2 | 7-7 | 7 |
3 | ბენფიკა | 5 | 2 | 1 | 2 | 5-5 | 7 |
4 | სპარტაკი | 5 | 1 | 0 | 4 | 6-12 | 3 |
მომდევნო ტური
5 დეკემბერი: ბარსელონა-ბენფიკა, სელტიკი-სპარტაკი.
H ჯგუფი
გალათასარაი-მან. იუნაიტედი 1:0
გოლი: 1:0 ილმაზი (54)
გალათასარაი (4-4-2): მუსლერა - ებუე, კაია, ნუნკეუ, რიერა - ალთინთოპი, ინანი, მელო, ამრაბატი (81. ჩოლაკი) - ილმაზი (90. ბულუთი), ელმანდერი (63. ბაითარი).
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): ლინდეგორი - რაფაელი, ჯონსი, კერიკი, ბიუტნერი - ანდერსონი (74. ე. იანგი), ფლეტჩერი - კლევერლი, პაუელი (74. მაკედა), უელბეკი (85. კინგი) - ერნანდესი.
გაფრთხილება: კაია, ილმაზი - რაფაელი
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 10-6 (7-5); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 43 000
კლუჟი-ბრაგა 3:1
გოლები: 1:0 რუი პედრო (7), 2:0 რუი პედრო (15), 2:1 ალანი (17), 3:1 რუი პედრო (33)
კლუჟი (4-2-3-1): ფელგეირაში - პინტო, კადუ, პიკოლო, რადა - ალბერტო, მურეშანი - სუგუ (74. აგირეგარაი), რუი პედრო (81. კაპეტანოსი), კამორა - ბაშტოში (82. გოდემეკე).
ბრაგა (4-1-2-3): ბეტო - სალინო (33. ბარბოზა), დუგლაუ, კოელიო, ისმაილი - კუშტოდიო - რუბენ მიკაელი, უგო ვიანა (69. მოსორო) - ალანი, ედერი (57. ზე ლუიში), ამორიმი.
გაფრთხილება: რუი პედრო, სუგუ, კადუ - მოსორო
გაძევება: დუგლაუ (45)
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 22-18; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 12-11 (7-5); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 13 000
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | მანჩესტერ იუნაიტედი | 5 | 4 | 0 | 1 | 9-5 | 12 |
2 | კლუჟი | 5 | 2 | 1 | 2 | 8-7 | 7 |
3 | გალათასარაი | 5 | 2 | 1 | 2 | 5-5 | 7 |
4 | ბრაგა | 5 | 1 | 0 | 4 | 6-11 | 3 |
მომდევნო ტური
5 დეკემბერი: მანჩესტერ იუნაიტედი-კლუჟი, ბრაგა-გალათასარაი.
ასევე იხილეთ:
ჯანლუიჯი ბუფონი: "ჩელსისთან" ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება კარგი ნიშანია
რობერტო დი მატეო: როგორც ყველა დიდ კლუბს, ჩვენც მოგვიწევს წნეხის ქვეშ ყოფნა
ლიონელ მესი: "ბარსელონამ" მორიგი ლამაზი მატჩი ჩაატარა
ალექს ფერგიუსონი: ჩემი გუნდის ახალგაზრდების თამაშით კმაყოფილი დავრჩი
ფრანკ რიბერი: "ვალენსიასთან" ფრე კატასტროფა არაა
პეტერ ჩეხი: ყველა იმედგაცრუებულები ვართ
არტურო ვიდალი: დავამტკიცეთ, რომ "იუვენტუსი" ევროპაშიც ძლიერია