რეალი-მანჩესტერი 1:1 - "რეალმა" ესპანელს ძვრა ვერ უყო [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის უკვე ოთხი მეოთხედფინალური შეხვედრა დასრულდა და მასპინძელს ჯერ ერთხელაც არ უმარჯვია.

13 თებერვალს, საღამოს, ამ მიზანთან ახლოს იყო მადრიდის "რეალი". "სამეფო კლუბმა" უამრავი მომენტი შექმნა, მაგრამ ინგლისელთა უკანასკნელი ბასტიონი ფანტასტიკურ დავიდ დე ხეას ებარა.

22 წლის ესპანელმა 8-ჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. თუმცა იმ შედეგში, რაც მივიღეთ, იღბალმაც თავისი როლი ითამაშა.

"თეთრებმა" რამდენჯერმე კარიდან 2-3 მეტრში მდგომებმა ვერ მოახერხეს მიზნის გასწორება. გოლებს რაც შეეხება, ორივე თავურით გავიდა.

არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ კრიშტიანო რონალდოს გოლი უფრო ეფექტურად მოგვეჩვენა.

წინ
გველის შეხვედრა "ოლდ ტრეფორდზე", სადაც, ერთი შეხედვით, ფავორიტი "იუნაიტედია", მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდს შეუძლია ძალის პოზიციიდან თამაში. მას ეს წელსაც არაერთხელ დაუმტკიცებია.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:1
გოლები: 0:1 უელბეკი (20), 1:1 რონალდო (30)
რეალი (4-2-3-1): ლოპესი - არბელოა, ვარანი, ს. რამოსი, კოენტრაო - ჩაბი ალონსო (83. პეპე), ხედირა - დი მარია (75. მოდრიჩი), იოზილი, რონალდო - ბენზემა (60. იგუაინი)
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - რაფაელი, ფერდინანდი, ევანსი, ევრა - კერიკი, ფ. ჯონსი, უელბეკი (73. ვალენსია), კაგავა (64. გიგზი) - რუნი (84. ანდერსონი), ვან პერსი
გაფრთხილება: - ვან პერსი, რაფაელი, ვალენსია
კარში დარტყმა: 22-11 (11-6) კუთხური: 12-8 თამაშგარე: 1-3 ჯარიმა: 14-12 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 79 429

VideoSportall.Ge
რეალი - მანჩესტერ იუნაიტედი 1:1


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რობინ ვან პერსი: "რეალისთვის" გატანა სამჯერ შემეძლო
ჟოზე მოურინიო: მოგება ორივე გუნდს შეეძლო
კრიშტიანო რონალდო: "ოლდ ტრეფორდზე" გამარჯვება შეგვიძლია

ალექს ფერგიუსონი: უელბეკი ალონსოს დავუპირისპირეთ და ამან გაამართლა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალის პოზიციიდან თამაში რას ნიშნავს?
ლუკა
09:07 14-02-2013
0

სიახლეები პოპულარული