იურგენ კლოპი: ჯერ არაფერია გარკვეული, მაგრამ კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დონეცკში "შახტართან" გამართული ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

"დონბას არენაზე" ანგარიში მასპინძლებმა დარიო სრნას მიერ საჯარიმოდან გატანილი გოლით გახსნეს, თუმცა რობერტ ლევანდოვსკიმ გათანაბრება მალევე შეძლო.

მეორე ტაიმიც პირველის ანალოგიური გამოდგა - ანგარიშში წინ გასვლა კვლავ უკრაინულმა გრანდმა შეძლო დუგლასის გოლით, მაგრამ მატჩის მიწურულს მატს ჰუმელსმა წონასწორობა კვლავ აღადგინა.

"დღევანდელ მატჩში ყველაფერი იყო და ის საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა. შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან ამ სტადიონზე თამაში ძალიან რთულია.

ჩემი გუნდი დომინირებდა, გოლები კი ისეთი
გავუშვით, დაცვას რომ ვერ დავადანაშაულებთ.

კონცენტრაცია ორჯერ დავკარგეთ და რიტ
მიდან ამოვვარდით, მაგრამ ყოველ ჯერზე გავათანაბრეთ. როდესაც ორჯერ აღმოჩნდები მდევრის როლში, მოგება ძნელია.

დღეს დაშვებული ინდივიდუალური შეცდომები მომავალში აღარ უნდა გავიმეოროთ. ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ.

მთლიანობაში დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ მძლავრად ვითამაშეთ. ჩვენ არცთუ დიდი გამოცდილება გვაქვს ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის, მაგრამ სტუმრად გატანილმა გოლებმა კარგი შანსი მოგვცა მეტის მისაღწევად.

ახლა "შახტარს" მოუწევს გამოცდის ჩაბარება დორტმუნდში, თუმცა ისიც ყველამ ვნახეთ, ამ გუნდმა რაოდენ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა "ჩელსის" წინააღმდეგ. ამრიგად, ჩვენს
დაპირისპირებაში გადაწყვეტილი ჯერაც არაფერია.

შედეგისა და ჩვენი თამაშის გათვალისწინებით, ვფიქრობ, საპასუხო შეხვედრისთვის კარგად ვართ მომზადებულნი",
- აქვეყნებს დორტმუნდელთა თავკაცის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:
შახტარი-დორტმუნდი 2:2 - "ბორუსია" გამოიკვეთა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული