არსენალი-ბაიერნი 1:3 - მიუნხენის "ბაიერნი" უკეთესია [VIDEO]

AutoSharing Option
19 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის ორი მატჩი გაიმართა. დღის ცენტრალურ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ მიუნხენის "ბაიერნი" აშკარად უკეთესი გუნდია, ვიდრე ლონდონის "არსენალი".

არსენ ვენგერმა შედარებით ფრთხილი ტაქტიკა აირჩია, რის გამოც ძალიან მალე დაისაჯა.

"ბაიერნმა" შეხვედრის ბედი პირველ 21 წუთში გადაწყვიტა, როდესაც ჯერ კროოსმა, შემდეგ კი მიულერმა ვოიცეხ შჩესნის კარი ორჯერ აიღეს.

მეორე ტაიმში გამოსვლაზე შეცდა მანუელ ნოიერი, რითიც ლუკას პოდოლსკიმ ისარგებლა და ყოფილი გუნდის კარში გაიტანა, მაგრამ "არსენალმა" არამარტო ანგარიში ვერ გაათანაბრა, იქით გაუშვა მესამე გოლი, რომელიც ანგარიშზე მარიო მანჯუკიჩმა ჩაიწერა.

საბოლოოდ შეხვედრა 1:3 დასრულდა და ამ წყვილში, ალბათ, ყველაფერი გარკვეულია.

VideoSportall.Ge
არსენალი - ბაიერნი 1:3


ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი

არსენალი-ბაიერნი 1:3
გოლები: 0:1 კროოსი (7), 0:2 მიულერი (21), 1:2 პოდოლსკი (55), 1:3 მანჯუკიჩი (77).
არსენალი (4-3-2-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, ვერმაელენი - არტეტა, უილშირი, კასორლა - რემსი (71. როსიცკი), პოდოლსკი (72. ჟირუ) - უოლკოტი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - მიულერი, კროოსი (73. ლუის გუსტავო), რიბერი (63. რობენი) - მანჯუკიჩი (79. გომესი).
გაფრთხილება: ვერმაელენი, სანია, არტეტა, პოდოლსკი, რემსი - შვაინშტაიგერი, მიულერი, ლამი.
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 11-16 (9-8); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 59 974

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პორტუ-მალაგა 1:0: იბერიულ დუელში ინტრიგა დარჩა [VIDEO]
არიენ რობენი: წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ არ უნდა მოვეშვათ
არსენ ვენგერი: ისევ ძველებურად მჯერა ჩემი ფეხბურთელების
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული