პორტუ-მალაგა 1:0 - იბერიულ დუელში ინტრიგა დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
19 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩები გაიმართა.

ლონდონის "არსენალისა" და მიუნხენის "ბაიერნის" დღის ცენტრალური მატჩისგან განსხვავებით, ინტრიგა შერჩა იბერიულ დაპირისპირებას.

"პორტუმ", მიუხედავად უდიდესი უპირატესობისა, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს, "მალაგას" კარში მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანა და მინიმალური სხვაობით მოიგო.

გამარჯვების გოლი ჟოაო მოუტინიოს ანგარიშზეა.

VideoSportall.Ge
პორტუ - მალაგა 1:0


საპასუხო შეხვედრა 13 მარტს ანდალუსიაში გაიმართება და მანუელ პელეგრინის გუნდი უშანსოდ ნამდვილად არ ჩანს.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
პორტუ-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 ჟოაო მოუტინიო (56).
პორტუ (4-3-3): ელტონი - დანილო, ოტამენდი, მანგალა,
ალექს სანდრო - ფერნანდო, ლუჩო გონსალესი (90. კასტრო), ჟოაო მოუტინიო - იზმაილოვი (70. ატსუ), ვარელა (58. ჯ. როდრიგესი), ჯ. მარტინესი.
მალაგა (4-2-2-2): კაბალიერო - ს. სანჩესი, დემიკელისი, ველიგტონი, ანტუნეში - ტულალანი, იტურა (78. კამაჩო) - ხოაკინი (63. პორტილიო), ისკო - ბაპტიშტა (78. პიაზონი), სანტა კრუსი.
გაფრთხილება: - იტურა.
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 17-1 (10-1); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 42 209

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არსენალი-ბაიერნი 1:3 - მიუნხენის "ბაიერნი" უკეთესია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული