მარიო გიოტცე: ჩემთვის სულერთია, 1/4-ფინალში წილისყრა ვის გვარგუნებს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ჰავბეკმა მარიო გიოტცემ დონეცკის "შახტართან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც თქვა, რომ მისთვის სულერთია, ვინ იქნება მეოთხედფინალში დორტმუნდელთა მეტოქე.

5 მარტს დორტმუნდში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა უკრაინელებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდნენ.

"ვფიქრობ, ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ და დავამტკიცეთ, რომ გამარჯვება ძალიან გვსურდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ანგარიში 2:0 გახდა, შვება ვიგრძენით.

საბედნიეროდ, მეორე ტაიმში მესამე გოლიც გავიტანეთ, რის შემდეგაც ჩვენთვის სიტუაცია საბოლოოდ განიმუხტა.

ჩვენს სტადიონზე ყოველთვის შეუდარებელი ატმოსფეროა. უბრალოდ, დაუჯერებელია ის,
რასაც ჩვენთვის გულშემატკივრები სჩადიან. ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირი
ა და არამხოლოდ ჩვენთვის. ტრიბუნა მოდუნების უფლებას მაშინაც არ გვაძლევდა, როცა ანგარიში 2:0 და 3:0 იყო.

ახლა დროა, მეოთხედფინალზე ვიფიქროთ. პირადად ჩემთვის სულერთია, ვინ იქნება მეოთხედფინალში ჩვენი მეტოქე. აქ ნებისმიერი გუნდი მაღალი კლასისაა და შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეგვ
ხვდება.

ძალიან კარგია ის, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს, მაგრამ უფრო მეტად გუნდის გამარჯვება მახარებს, თუმცა, რა თქმა უნდა, პერსონალური ჯილდოს მიღებაც სასიამოვნოა",
- აქვეყნებს გიოტცეს ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:
იურგენ კლოპი: კარგი იქნება, თუ ლუჩესკუ წინასწარმეტყველი აღმოჩნდება
დორტმუნდი-შახტარი 3:0 - "დორტმუნდმა" მეტოქე ვერც კი იგრძნო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული