რეალი-გალათასარაი 3:0 - "სამეფო კლუბმა" "ლომები" მოათვინიერა [VIDEO]

AutoSharing Option
"რეალსა" და "გალათასარაის" ევროთასებზე ერთმანეთში თამაშის გამოცდილება უკვე ჰქონდათ.

2000/01-ის სეზონში სამეფო კლუბმა სუპერთასზე "ლომებთან" 1:2 წააგო, რამდენიმე თვის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გადაეყარა. ამჯერად ორი მატჩის ჯამში მადრიდელები უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ (2:3, 3:0).

სპეციალისტების უმრავლესობამ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ შეიძლება გაიფიქრა, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდს გაუმართლა, მაგრამ სტამბულელთა ჩამოწერა, ჩვენი აზრით, მაინც ნაადრევი იყო, რაც მატჩის მიმდინარეობამაც დაამტკიცა.

არა, არაფერი გვეშლება. ანგარიშის მიუხედავად, ფათიჰ თერიმის გუნდი სულაც არ ჰგავდა განწირულს. უბრალოდ, მადრიდელთა საშემსრულებლო ოსტატობა შეუდარებლად მაღალი აღმოჩნდა.

ჩემპიონთა
ლიგის წინა დღის 1/4-ფინალების "ტრადიცია" არ დარღვეულა და ნორვეგიელმა არბიტრმა სვენ ოდვარ მოენმა შეხვედრის 31-ე წუთზე უხეში შეცდომა დაუშვა, როცა საჯარიმოში სამი ხედირას მიერ ხელით თამაშისთვის აშკარა პენალტი არ დანიშნა.

დარწმუნებულები ვართ, ეს ეპიზოდი კიდევ დიდხანს იქნება მასმედიის განსჯის საგანი.

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩი
რეალი-გალათასარაი 3:0
გოლები: 1:0 რონალდო (9), 2:0 ბენზემა (29), 3:0 იგუაინი (73)

რეალი (4-2-3-1): ლოპესი - ესიენი, რამოსი, ვარანი, ფ. კოენტრაო - ჩაბი ალონსო, ხედირა - დი მარია (85. პეპე), იოზილი (80. მოდრიჩი), რონალდო - ბენზემა (65. იგუაინი).
გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა - ებუე, კაია, ნუნკეუ, რიერა (83. ამრაბატი) - ალტინტოპი (78. ბულუთი), მელო, ინანი - სნეიდერი (46. ზანი) - ილმაზი, დროგბა.

გაფრთხილება: ესიენი, რამოსი, მოდრიჩი - ნუნკეუ, მელო, ილმაზი, დროგბა

კარში დარტყმა: 9-11 (7-5) კუთხური: 2-4 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 16-17 ბურთის ფლობა: 49%-51%

მაყურებელი: 76 462

VideoSportall.Ge
03.04.13. რეალი - გალათასარაი 3:0

მატჩის შემდგომი კომენტარები:
ჟოზე მოურინიო: დაცვაში უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე თავდასხმაში

ფათიჰ თერიმი: პირველ ტაიმში გატანილი გოლი ბევრ რამეს შეცვლიდა

რაფაელ ვარანი: "გალათასარაის" სამოქმედო სივრცე არ დავუტოვეთ

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული