ჟოზე მოურინიო: დაცვაში უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე თავდასხმაში

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "გალათასარაისთან" (3:0) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩზე ისაუბრა.

"ძალიან სერიოზულები ვიყავით. ესპანური პრესა ისეთი პატივისცემით არ ეპყრობოდა "გალათასარაის", როგორ
ც ჩვენ. ვიცოდით, რომ მათ ძლიერი გუნდი და კარგი ფორვარდები ჰყავდათ.

დაცვაში უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე თავდასხმაში. მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო, თუმცა გუნდი კარგად მოქმედებდა.

სტამბულში თუ გავიტანთ, "გალათასარაის" 5 გოლის გატანა მოუწევს. ამიტომ დღევანდელი შედეგი შესანიშნავია. თუმცა ფეხბურთში ბევრი რამე მინახავს. ამიტომ ჩემი გაკვირვება რთულია. სტამბულში ძალიან რთულია თამაში - "გალათასარაი" ბოლომდე იბრძოლებს.

დიდიე დროგბა და ვესლი
სნეიდერი ჩემი ოჯახის ნაწილია, მაგრამ არა განვლილი 90 წუთი. ამიტომ მათ მატჩის შემდეგ ვესაუბრე",
- თქვა მოურინიომ.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
რეალი-გალათასარაი 3:0 - "სამეფო კლუბმა" "ლომები" მოათვინიერა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული