რაფაელ ვარანი: "გალათასარაის" სამოქმედო სივრცე არ დავუტოვეთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა რაფაელ ვარანმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

3 აპრილს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ შეხვედრაში "სამეფო კლუბმა" თურქულ "გალათასარაის" ანგარიშით 3:0 სძლია.

ანგარიში მეცხრე წუთზე რონალდომ გახსნა, 29-ეზე ბენზემამ სხვაობა ორამდე გაზარდა, 73-ე წუთზე კი იგუაინმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ძალიან კარგად ვითამაშეთ და მეტოქეს სამოქმედო სივრცე არ დავუტოვეთ. საერთოდ კი, ყოველთვის გასახარია, როდესაც საკუთარ კარს ხელშეუხებელს ინახავ.

ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობთ, თუმცა ამის მიღწევა იოლი არ იქნება. საჭიროა, რომ ყოველი მომდევნო თამაშისთვის სათანადოდ მოვემზადოთ.

რაც შემეხება მე, კარგ ფორმაში ვარ და იმედი მაქვს, კიდევ უფრო მოვუმატებ",
- აქვეყნებს ვარანის ნათქვამს "რეალის" ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:
რეალი-გალათასარაი 3:0 - "სამეფო კლუბმა" "ლომები" მოათვინიერა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული