"2:1-ის მერე არანაირი მსაჯობა არ ყოფილა. როცა მატჩის ბოლოს გოლებს გვიტანდნენ, იდაყვებით გვირტყამდნენ და გვავიწროებდნენ, არბიტრის სასტვენი არ იყო. მეორე გოლის მომენტში ორმაგი ოფსაიდი იყო შმელცერზე და ბენდერზე, არბიტრს კი ამაზე რეაქცია არ ჰქონდა.
ძალიან დამწუხრებულები ვართ. თუმცა სისულელე იყო იმაზე ფიქრი, რომ გუნდი, რომელიც უეფას მიერ არის დასჯილი ("მალაგა" ფეარ პლეის ფინანსური პრინციპის დარღვევის გამო მომდევნო სეზონიდან ევროთასებზე ვერ იასპარეზებს),
არბიტრს ხასიათი არ გააჩნდა, მაგრამ ახლა უკვე ეს ისტორიაა. ამ მარცხს ძალიან მტკივნეულს ვუწოდებდი.
მათზე ამბობენ, რომ ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ისინი შეტევებს ჩვენს საჯარიმოში ორ მცველზე ბურთის ჩაწოდებით ასრულებდნენ, რომლებიც ჩვენს მცველებს იდაყვებით იგერიებდნენ. ვულოცავ "ბორუსიას", - თქვა პელეგრინიმ.
მომზადებულია AS-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
დორტმუნდი-მალაგა 3:2 - თამაში, რომელიც სიკვდილამდე ემახსოვრებათ [VIDEO]