ლიონელ მესი "ბარსელონას" ექიმებისგან თამაშის ნებართვას ელის

AutoSharing Option
23 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, მიუნხენის "ბაიერნი" "ბარსელონას" მასპინძლობს.

ჯერ კიდევ უცნობია, ითამაშებს თუ არა ამ შეხვედრაში 25 წლის ლეო მესი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი "ლევანტეს" წინააღმდეგ ტრავმის გამო გამოტოვა.

"ბარსას" სპორტულმა დირექტორმა ანტონი სუბისარეტამ რეპორტიორებს განუცხადა: "მესი უკვე იმ კონდიციაშია, რომელშიც თამაში შესაძლებელია, მაგრამ ჯერ ელის ექიმების ნებართვას. ის გუნდთან ერთად მიუნხენში იქნება, ესე იგი, ლეოს თამაშის დიდი შანსია".

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესიმ შესაძლოა "ლევანტესთან" მატჩი გამოტოვოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული